თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2018, 23:51
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 3234,
კომენტარები: 23
მეორე ნახევარი და გასახდელში ნათქვამი სიტყვები
რა უთხრა ბოსმა ფეხბურთელებს.
მეორე ნახევარი და გასახდელში ნათქვამი სიტყვები
საკმაოდ საინტერესო პერფორმანსი აჩვენა გუნდა თამაშის მეორე ნახევარში "ნიუქასლის" წინააღმდეგ, რასაც ნამდვილად არ ვართ ჩვეული ბოლოდროინდელი "იუნაიტედისგან". ასევე ძალიან საინტერესოა, თუ რა მოხდა გასახდელში და რა დარიგებები მისცა მოურინიომ ბიჭებს. ამ ყველაფერზე ინტერვიუ მარუან ფელაინიმ მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მწვრთნელმა გვითხრა, რომ მოედანზე გავსულიყავით და კაცებივით გვეთამაშა, არ შეგვშინებოდა და უბრალოდ გვეთამაშა. პირველი ნახევარი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რთული აღმოჩნდა, თუმცა მეორე ნახევარში ბევრი მომენტი შექმენით და სამი გოლის გატანაც შევძელით. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდებოდა და ეს მოვახერხეთ, ეს ჩვენი მენტალობისთვის იქნება კარგი. ჩვენ ყველაფერი დავდეთ მოედანზე, რომ ეს მატჩი მოგვეგო. აღარ გვქონდა იმის უფლება, რომ გულშემატკივრებისთვის იმედი გაგვეცრუებინა."

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
7 ოქტომბერი 2018 13:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
თუ გაქვს შემუშავებული სწორი ტაქტიკა,თუ გაქვს გუნდის განვითარების გეგმა,თუ სწორად უდგები ფეხბურთელებს და ინდივიდუალურად ცდილობ თითოეულში დათესო სტიმული შეუძლებელია საქმე ცუდად წაგივიდეს,თუნდაც ორღობის გუნდი გყავდეს მას რაღაც დონეს დაადებინებ.მოურინიოს პრობლემა არის იმაში რომ მას სწრაფადვე უნდა რაიმე ღირებულის შექმნა,მას როგორც ადრე აღარ უდა ვინმეს რამე ასწავლოს,რომელიმე ფეხბურელი განავითაროს და სწორ გზაზე დააყენოს.მას ჭირდება დღევანდელი ქათამი და ამიტომაც არის რო აღარ მისდის კარგად საქმე.არ ცდილობს გუნდის განვთარებას,თამაში სიახლის შეტანას,რაღაცის დამუშავებას,თითქოს ამისთვის უკვე გადაბერდა შინაგანად.ამიტომაც სჭირდება გუნდს ისეთი ადამიანი რომელიც სიახლეებს დანერგავს,რომელიც ასწავლის კიდევ უფრო მეტს,რომელიც მივა ფეხბურთელლთან და მასთან ურთიერთობას გადაწყვეტს.უმთავრესი ფეხბურთში ის არის რომ ფეხბურელებს ასწავლო თუ როგორ იყვნენ ერთი მექანიზმის ნაწილნი და როგორ იურთიერთონ მოედანზე ერთმანეთთან,თუ როგორ უნდა იცნოდნემ თვალდახუჭულბმაც კი თუ საით იწყებს მოძრაობას საუთარი გუნდელი.


100%
ყველაფრის ძირეული პრობლემა არის ის რომ გუნდური თამაში არ გვაქვს.
ერთმანეთის დაზღვევა, სწორი გახსნა, კომბინაცია - ეს ყველაფერი მოდის მწვრთნელისგან ვარჯიშზე, ეს ყველა გუნდისთვის ინდივიდუალურია და მწვრთნელი ასწავლის ფეხბურთელებს.

შეიძლება კარგი ფეხბურთელები გყავდეს, გამოცდილი, მაგრამ თუ სინქრონულად არ მოქმედებენ, ყველას ცალ-ცალკე კარგობა არაფერს არ მოგცემს.

ამიტომაც გვიჭირს ჩვენზე დაბალი კლასის მაგრამ შეკრულ და შეთამაშებულ გუნდებთან.
0
№22
ავტორი: David_dato
7 ოქტომბერი 2018 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: Malboro463
ligistvis arc realia formashi arc bayerni da arc barsa gamochndeba exla juvestan ra motivacit da shezlebit itamashebn grandtan da gvqondes unda tuara ligaze cota imedi mainc.
jozes rac shexeba me mainc im azrze vrchebi rom mwvrtvneli shesacvlelia minimum ziritadis 5 fexburtelit

გეთანხმებით. ისე ვეგარ იგებენ ფეხბურთელებიც, თავიდან ეუნება ჩაჯექით დაცვაში და ჩასვრილებმა ითამაშეთ, მერე ეუნება კაცებივით ითამაშეთო, როგორ გინდა უცებ ჩასვრილიდან კაცურზე გადაეწყო 15 წუიან შესვენებაზე,მითუმეტეს თუ კაცებივით თამაშზე არ გავარჯიშებს მწვრთნელი. მწვრთნელმა კი არ უნდა უთხრას კაცებივით ითამაშეთო და აბა მიდით ბიჭებო რამე მოიფიქრეთ და, ეხლა ფელას შემოვიყვან და აწოდეთ საჯარიმოში და იქნება გავიტანოთო, მაღალია ეს ჩემისა და იქნებ მოხვდეს თავშიო, დამუშავებული უნდა ქონდეს ინდივიდუალურად ყველა გუნდთან შეტევის სქემა და უნდა იცოდეს ყველა მოწინააღმდეგის სუსტი წერტილი, ამაში უხდიან მილიონებს. მე ერთი მიკვირს, ყველა კუთხურზე, საჯარიმოზე, ჩაწოდებაზე, შეილება ლუკაკუ მარსიალი რეშფორდი ყველა საჯარიმოში იდგეეს? ჩემი აზრით ამიტო აგარ გამოდით ბურთის სწრაფად ამოტანა ესეთი სტანდარტულებიდან და კონტრშეტევაც ნელდება, სანამ თავდამსხმელები უბრუნდებიან თავის ადგილებს, მოწინააღმდეგის მცველებიც ჩამოდიან. გუშინ მოიგეს ფეღბურთელებმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, არანაირი ტაქტიკური თამაში არ ყოფილა ჟოზეს მხრიდან. ერთი მიკვირს, პერეირას რატო აწვალებენ და საყრდენად რატო ათამაშებს, როცა შემტევი ნახევარმცველია ნომინალურად, ისე პრინციპში როდისღა ათამაშებს პერეირას
0
№23
ავტორი: Lalana
7 ოქტომბერი 2018 14:32
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana
თუ გაქვს შემუშავებული სწორი ტაქტიკა,თუ გაქვს გუნდის განვითარების გეგმა,თუ სწორად უდგები ფეხბურთელებს და ინდივიდუალურად ცდილობ თითოეულში დათესო სტიმული შეუძლებელია საქმე ცუდად წაგივიდეს,თუნდაც ორღობის გუნდი გყავდეს მას რაღაც დონეს დაადებინებ.მოურინიოს პრობლემა არის იმაში რომ მას სწრაფადვე უნდა რაიმე ღირებულის შექმნა,მას როგორც ადრე აღარ უდა ვინმეს რამე ასწავლოს,რომელიმე ფეხბურელი განავითაროს და სწორ გზაზე დააყენოს.მას ჭირდება დღევანდელი ქათამი და ამიტომაც არის რო აღარ მისდის კარგად საქმე.არ ცდილობს გუნდის განვთარებას,თამაში სიახლის შეტანას,რაღაცის დამუშავებას,თითქოს ამისთვის უკვე გადაბერდა შინაგანად.ამიტომაც სჭირდება გუნდს ისეთი ადამიანი რომელიც სიახლეებს დანერგავს,რომელიც ასწავლის კიდევ უფრო მეტს,რომელიც მივა ფეხბურთელლთან და მასთან ურთიერთობას გადაწყვეტს.უმთავრესი ფეხბურთში ის არის რომ ფეხბურელებს ასწავლო თუ როგორ იყვნენ ერთი მექანიზმის ნაწილნი და როგორ იურთიერთონ მოედანზე ერთმანეთთან,თუ როგორ უნდა იცნოდნემ თვალდახუჭულბმაც კი თუ საით იწყებს მოძრაობას საუთარი გუნდელი.


100%
ყველაფრის ძირეული პრობლემა არის ის რომ გუნდური თამაში არ გვაქვს.
ერთმანეთის დაზღვევა, სწორი გახსნა, კომბინაცია - ეს ყველაფერი მოდის მწვრთნელისგან ვარჯიშზე, ეს ყველა გუნდისთვის ინდივიდუალურია და მწვრთნელი ასწავლის ფეხბურთელებს.

შეიძლება კარგი ფეხბურთელები გყავდეს, გამოცდილი, მაგრამ თუ სინქრონულად არ მოქმედებენ, ყველას ცალ-ცალკე კარგობა არაფერს არ მოგცემს.

ამიტომაც გვიჭირს ჩვენზე დაბალი კლასის მაგრამ შეკრულ და შეთამაშებულ გუნდებთან.

ზუსტად მაგაშია პრობლემა რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამადამიანებს ვერ ასწავლა გუნდურობა,ვერ ასწავლა როგორ უნდა გაუგონ ერთმანეთს.ვერ ასწავლა როგორ გახდნენ შესისხორცებულნი ერთმანეთში.უმეტესწილად პასებს უმისამართოდ აკეთებენ რაც იმის მანიშნებელია რომ არ ესმით ერთმანეთის.როგორ შეიძლება ორი წელი ერთად ვარჯიშობდნენ და ერთმანეთის არ ესმოდეთ?დაბალი დონის ფეხბურელებიც რომ იყვნენ წესით ამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაეგოთ ერთმანეთის,მაგრამ ზუსტად იმაშია საქმე რომ აი ამ ერთიანობაზე არ კეთდება აქცენტი ალბათ ვარჯიშებზე და მხოლოდ იმაზეა გუნი დამოკიდებული ინდივიდუალურად ვინ რას მოახერხებს.ინივიდუალურობა მაშინ არის საჭირო როდესაც ვიღაც ავტობუს გეთამაშება მაგრამ კონტრშეტევაზეც რომ ერთმანეთს ვერ უგებენ ეს უკვე დიდი პრობლმაა.გვყავს ხასიათის ფეხბურელებიც,მაგრამ ზუსტად იმაშია მწვრთნელის გენიალურობა რომ ასეთ ფეხბურელსაც უპოვნო გასაღები და მისცე უფრო მეტი სტიმული ვიდრე სხვებს.საჭიროა ინდივიდუაური მუშაობა ასეთ ფეხბურთელებთან მაგრა ჟოზეს უკვე ეზარება ვინმეს დაუჯდეს ასე განცალკევებით და რამე აუხსნას ან ასწავლოს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top