თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 22:59
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1853,
კომენტარები: 29
Manchester United VS Everton - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" - პრევიუ
Manchester United VS Everton - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" - პრევიუ


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,26-ე ტური.
მსაჯი: მარკ ჰალსი
თარიღი: კვირა, 10 თებერვალი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)


Manchester United VS Everton - Preview


Manchester United VS Everton - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ფილ ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Amos, Rafael, Smalling, Evans, Vidic, Ferdinand, Jones, Buttner, Evra, Cleverley, Giggs, Anderson, Scholes, Carrick, Kagawa, Young, Nani, Valencia, Hernandez, Rooney, Welbeck, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ნაკრებებიდან ყველა ფეხბურთელი დაბრუნდა გარდა ხავიერ ერნანდესისა,რომელიც მექსიკის ნაკრებშია გამოძახებული.შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა,რომ "ევერტონის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ეშლი იანგი.ასევე პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ითამაშებს მაიკლ კერიკი ხოლო რაც შეეხება ფილ ჯონსს ის კიდევ რამოდენიმე მატჩს გამოტოვებს.


Manchester United VS Everton - Preview

"ევერტონი"

ტრავმირებულები: კოულმენი,ჰიბელტი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ფელაინი,ჯაგიელკა.
შემადგენლობა: Howard, Jagielka, Distin, Heitinga, Baines, Oviedo, Naismith, Hitzlsperger, Osman, Pienaar, Fellaini, Jelavic, Mucha, Neville, Anichebe, Vellios, Gibson, Mirallas, Duffy.
მთავარი მწვრთნელი:დევიდ მოიესი

"ევერტონის" მთავრ მწვრთნელს დევიდ მოიეს იმედი აქვს,რომ ბელგიელი ნახევარმცველი შეძლება თამაშს "ოლდ ტრაფორდზე" "წითელი ეშმაკების" წინააღდეგ.დაზიანების გამო ფელაინმა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური მატჩი გამოტოვა.ტრავმის გამო "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღდეგ ვერ ითამაშებს მცველი ტონი ჰიბერტი და ნახევარმცველი სიმუს კოულმენი.


Manchester United VS Everton - Preview

პირველი ადგილი,62 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 20 მატჩიდან,რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" ჩაატარა 18 მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 13 შეხვედრიდან სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა 11 მოიგეს ხოლო ორი ფრედ ითამაშეს,"წითელმა ეშმაკებმა" შესაძლო 39 ქულიდან 35 ქულა აიღეს,ეს არის მათი ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა 2010 წლის თებერვლიდან.მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე მეტოქეს ბოლო 12 მატჩიდან მინიმუმ 2 გოლს უტანს გარდა ნოემბერში ჩატარებული მატჩისა,სადაც "წითელმა ეშმაკებმა" მინიმალური სხვაობით დაამარცხეს "ვესტ ჰემი"."მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიტანა ყველა საშინაო მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 61 შეხევდრაში პრემიერ ლიგის დაწყებული 2009 წლის დეკემბრიდან "ასტონ ვილას" წინააღმდეგ.ეს პრემიერ ლიგის რეკორდი არის 21-ე საუკუნეში,მაგრამ ამაზე კარგი შედეგი აქვს "ვულზემჰეპტონს",რომლებმაც 75 საშინაო შეხვედრაში ყველა მატჩში გაიტანეს გოლი.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში უკვე 9 მატჩი მოიგებს ისეთი,სადაც აგებდნენ და ამ "ქამბექების" ხარჯზე 27 ქულა მოაგროვეს."მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ პრემიერ ლიგის სათავეში რჩება 9 ქულიანი უპირატესობით "მანჩესტერ სიტისთან".


Manchester United VS Everton - Preview

მე-5 ადგილი,42 ქულა

დევიდ მოიესის გუნდმა ბოლო პრემიერ ლიგის 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგეს,5 შეხვედრაში იმარჯევს ხოლო 7 ფრედ დაასრულეს.მიმდინარე პრემიერ ლიგაში "ევერტონმა" ბოლო 4 შეხვედრაში სამი მატჩი ფრედ დაასრულეს.მოიესის შეგირდებმა პრემიერ ლიგაში 12 მატჩი დაასრულეს ფრედ,რაც ყველაზე დიდი შედეგი არის "სტოკ სიტისთან" ერთად,რომლებსაც ასევე 12 მატჩი აქვთ ფრედ დასრულებული."ევერტონი" ამ წუთებში მიმდინარე პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს 42 ქულით და ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ორი მოგება აქვთ და სამი ფრე.მოიესის გუნდს მეტოქის კარში 40 გოლი აქვს გატანილი და 30 აქვთ საკუთარ კარებში მიღებული.ბოლო გამარჯვება მათ პრემიერ ლიგის 24-ე ტურში მოიპოვეს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ ხოლო პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ისინი "ასტონ ვილას" დაუპირისპირდნენ საკუთარ მოედანზე და საბოლოოდ მატჩი ფრედ დაასრულეს ანგარიშით 3:3.პრემიერ ლიგის პირველივე ტურში "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა საკუთარ მოედანზე და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს მატჩი გამარჯვების გოლი ფელაინმა გაიტანა.


ცოტა რამ მასპინძელ გუნდზე

Manchester United VS Everton - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.


ცოტა რამ სტუმარ გუნდზე

Manchester United VS Everton - Preview

ევერტონი (ინგლ. Everton) – ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან. კლუბი თამაშობს ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი რანგის დივიზიონში პრემიერ ლიგაში, სადაც გატარებული 108 სეზონით ინგლისის რეკორდსმენია.
კლუბი დაარსდა 1878 წელს და დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში სენტ დომინგოს საფეხბურთო კლუბი (ინგლ. St Domingo's F.C) ეწოდებოდა. 1892 წლიდან დღემდე ევერტონი გუდისონ პარკის სტადიონზე თამაშობს, რომელიც 40 000 გულშემატკივარს იტევს და ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ინგლისში. ევერტონი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ინგლისში: ცხრაჯერ ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ხუთჯერ ქვეყნის თასი და ცხრაჯერ ინგლისის სუპერთასი, საერთაშორისო ასპარეზზე კი თასების მფლობელთა თასის მფლობელია 1985 წელს.მიმდინარე პრემიერ ლიგაში გუნდს შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოისი წვრთნის."ევერტონს" ინგლისი პრემიერ ლიგა 9-ჯერ აქვს მოგებული ხოლო მეორე ადგილზე სულ 7-ჯერ არის გასული.1985 წელს "ევერტონმა" ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და თასთა მფლობელთა თასი მოიგო.


ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ყველა ტურნირზე ერთმანეთს სულ 185-ჯერ შეხვდნენ.ამ მატჩებიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა" 80 შეხვედრა მოიგო,"ევერტონმა" 63 ხოლო 42 შეხვედრა ფრედ დასრულდა."ევერტონმა" ბოლოდ "ოცნებების თეატრში" 1992 წლის 19 აგვისტოს მოიგო,როდესაც ორივე გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ დივიზიონში ასპარეზობდა."ევერტონმა" ბოლო ჩატარებული 19 მატჩიდან "ოლდ ტრაფორდზე" ვერცერთში ვერ იმარჯვა მათ მხოლოდ 4 ფრე ითამაშოს ხოლო 15-ჯერ წააგეს.ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" წინა სეზონში 4-4 დასრულდა სწორედ ამ მატჩის საფასურად დაუჯდა სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს პრემიერ ლიგის ტიტული.ამ მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედი" ორი ბურთის უპირატესობაში იყო,მაგრამ "ევერტონმა" მაინც მოახერხა გათანაბრება და ის მესამე გუნდი იყო,რომლებმაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ორ ბურთიანი უპირატესობის დროს ქულები დააკარგვინეს.


20.08.2012 Everton 1-0 Manchester United
22.04.2012 Manchester United 4-4 Everton
29.10.2011 Everton 0-1 Manchester United
23.04.2011 Manchester United 1-0 Everton
11.09.2010 Everton 3-3 Manchester United
20.02.2010 Everton 3-1 Manchester United
21.11.2009 Manchester United 3-0 Everton
31.01.2009 Manchester United 1-0 Everton
25.10.2008 Everton 1-1 Manchester United
23.12.2007 Manchester United 2-1 Everton
15.09.2007 Everton 0-1 Manchester United
28.04.2007 Everton 2-4 Manchester United
29.11.2006 Manchester United 3-0 Everton
11.12.2005 Manchester United 1-1 Everton
13.08.2005 Everton 0-2 Manchester United
20.04.2005 Everton 1-0 Manchester United
30.08.2004 Manchester United 0-0 Everton
07.02.2004 Everton 3-4 Manchester United
26.12.2003 Manchester United 3-2 Everton
11.05.2003 Everton 1-2 Manchester United
07.10.2002 Manchester United 3-0 Everton
26.12.2001 Everton 0-2 Manchester United
08.09.2001 Manchester United 4-1 Everton
03.02.2001 Manchester United 1-0 Everton
16.09.2000 Everton 1-3 Manchester United


ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"

Manchester United VS Everton - Preview

ეს ორი კლუბი ერთმანეთს ბოლო "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წლის 22 აპრილს დაუპირისპირდნენ.მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და "ოლდ ტრაფორდზე" მისულმა გულშემატკივარმა 8 გოლი იხილა.მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 4:4 დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებიდან თავი უეინ რუნიმ გამოიჩინა დუბლით,ასევე დენი უელბეკმა და ლუიშ ნანიმ ხოლო "ევერტონის" რინგებიდან იეალოვიჩმა დუბლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე ხოლო 1-1 ბურთი ფელაინმა და პიენარმა გაიტანეს.



Current form

Manchester United VS Everton - Preview


Players to watch

Manchester United VS Everton - Preview


Head to Head

Manchester United VS Everton - Preview


PROBABLE LINEUPS

Manchester United VS Everton - Preview


Editor's Prediction

Manchester United VS Everton - Preview
მატჩის წინ
29 კომენტარი
№21
ავტორი: always ReD
10 თებერვალი 2013 00:04
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ვიგებთ თან სიტი საუთჰემპტონთან განადგურდა
0
№22
ავტორი: Lev
10 თებერვალი 2013 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
always ReD, გილოცავთ ყველას...) მანჩინი დღეს იმენნა დედალი ზღარბი იყო. მაკარონიჭამია ვირიშვილი. ხვალ უნდა მოვიგოთ რომ პრემიერლიგის 90% გავაკეთოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№23
ავტორი: GGMU20
10 თებერვალი 2013 12:19
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
ვიგებთ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№24
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2013 12:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ, როგორც ყოველთვის საუკეთესო პრევიუა gun2
0
№25
ავტორი: love united
10 თებერვალი 2013 13:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარი პრევიუა...მე 1 კვირაში ინტენსიურად გავაგრძელებ აქტიურობას...
0
№26
ავტორი: Shako Jones
10 თებერვალი 2013 13:25
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მშვენიერია winked
0
№27
ავტორი: W.O.O.N.E.Y
10 თებერვალი 2013 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ამათ წაგვაგებინეს პრემიერ ლიგა angry

0
№28
ავტორი: MAGNIFICENT 7
10 თებერვალი 2013 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
გავხევთ ევერტონს არ დავინდობთ და რევანშსაც ავიღებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№29
ავტორი: buka oboladze
10 თებერვალი 2013 16:04
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მძულს ეს თამაში, ამის გამო დავკარგეთ ჩემპიონობა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top