თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2018, 16:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3313,
კომენტარები: 24
მოურინიოს ვერდიქტი
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტეპის განმეორებით მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ეს წაგება მალევე უნდა დაივიწყოს.

სამი კვირის წინ ჩატარებულ შეხვედრაში, სადაც "იუნაიტედმა" ანდალუსიაში ადგილობრივ "სევილიასთან" ნულოვანი ფრე ითამაშა, განმეორებით მატჩში ინგლისში ესპანელებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და მოურინიოს გუნდს შანსი არ დაუტოვეს. ანდალუსიური კლუბი მეოთხედფინალში გავიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოურინიომ MUTV- სა და BT Sport- ის ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

მეორე გოლი "სევილიამ" წარმოუდგენელი უპირატესობა მოიპოვა

ვფიქრობ, რომ პირველი გოლი ასეთ შეხვედრებში ყოველთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი შეხვედრა ჩვენ ნულოვანი ფრით დავასრულეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალია. ჩვენ პირველივე წუთებიდან ვცდილობდით გვეთამაშა აგრესიულად და ინტენსიურად, ვეცადეთ გვეთამაშა იმ მიმდევრობით როგორც ეს "ლივერპულთან" მატჩში გავაკეთეთ. საბოლოოდ, ჩვენ ვერ შევძელით გაგვეტანა თავიდანვე ბურთი, რის შემდეგაც მატჩის სადავეები "სევილიამ" აიღო, ისინი კარგად აკონტროლებდნენ ბურთს, უნდა ითქვას, რომ თამაშის სადავეები ხელში აიღეს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა ჩემ გუნდს არ შექმნია. შეხვედრის მეორე ნახევარში გვქონდა კარგი შანსები გოლის გასატანად. ჩვენ განვახორციელეთ რამოდენიმე კარგი შეტევა, ახლოს ვმოქმედებდით მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან. მათ პიურველმა გაგვიტანეს, რის შემდეგაც თამაში ჩვენთვის ემოციურ ფონზე წარიმართა, ყველაფერი გაგვირთულდა, ხოლო მეორე გოლის შემდეგ ჩვენი მისია შეუსრულებელი აღმოჩნდა.

მატჩი მართლაც რომ რთული იყო

ეს იყო რთული შეხვედრა, კარგი მოწინააღმდეგის პირისპირ. პირველ გოლმა ჩვენ ხასიათზე ძალიან იმოქმედა, ამან ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან იმოქმედა, გუნდმა დაიწყო კარგად თამაში, ხოლო ანგარიში მაინც ვერ გავათანაბრეთ. პირველ ტაიმს რაც შეეხება ყველაფერს ვაკონტროლებდით. "სევილია" მზად იყო ანგარიში 0-0 დამთავრებულიყო, ეს ის ანგარიში იყო რაც მათ სურდათ. მეორე ტაიმში სახიფათოდ შევუტიეთ, თუმცა მოხდა ისე, რომ მათ პირველმა გაგვიტანეს. ამის შემდეგ ჩვენ დავდექით იმ ზღვარზე საიდანაც ყველაფერი გაგვირთულდა და შეხვედრის შემოტრიალება ვერ შევძელით. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ისინი მართლაც რთული მეტოქეები იყვნენ, მათ შემოგვთავაზეს ძალიან სარისკო ზღვარზე თამაში და გაგვიტანეს კიდევაც. ამის შემდეგ ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა რადგან ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა დარჩენილი.

გუნდის წყობა სწორი იყო

ჩვენ გვინდოდა უფრო ხარისხიანი და მოძრავი ფეხბურთის ჩვენება, ფეხბურთელები თავისუფლად მოქმედებდნენ, გვქონდა კარგი სიტუაცია თამაშის მსვლელობაზე. ერთ-ერთ მომენტში, ვალენსიამ, ლინგარდმა და რეშფორდმა ბურთი კარგად გაითამაშეს, კარგი კომბინაცია გამოვიდა, იყო კარგი სეგმენტები ამ მატჩში. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, იმიტომ რომ ამას მოწინააღმდეგე აკეთებდა, თუმცა არ შემიძლია იმის თქმა, რომ ამის გამო ჩემ ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობისა და თავდაჯერებულობის გრძნობა დაკარგეს.

ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ

რა თქმა უნდა შეხვედრით ყველა უკმაყოფილო იყო, ყველა გამოხატავდა მწუხარებას, და მე მათ ვუთხარი რომ ამ ყველაფერს ვიზიარებდი. კმაყოფილი ვარ მათი დამოკიდებულებით ზოგადად სიტუაციის მიმართ. მიუხედავად ჩვენ არ გვაქვს დრო დრამისთვის. მომდევნო შაბათს, მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ვარჯიშზე მთლიანად ფოკუსირებულები მხოლოდ ამაზე იქნებიან. ამ მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ თუ გაიმარჯვებ წინ უნდა იარო, თუ დამარცხდები უბრალოდ უნდა დაივიწყო ეს.

დრამისთვის დრო არ გვაქვს

დიახ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ასოციაციის თასისთვის, და ჩემპიონატში ოთხეულში მოხვედრისთვის. ისეთი კარგი გუნდი როგორიც "ტოტენჰემია" აქვს მსგავსი მიზანი როგორიც ჩვენ, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზეა, თუმცა არ არის ასოციაციის თასზე, ეს ფეხბურთია ეს ცხოვრებაა. ჩვენ წავაგეთ, ხვალ ახალი დღე იწყება, დრამისთვის დრო არ გვაქვს. გვჭირდება მუშაობის გაგრძელება რადგან შაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის".-განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: giorgi_mg
15 მარტი 2018 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
თავის სტილიშია ისევ მოუ, ეს ჯერ კიდევ ვერ ათვითცნობიერებს სად მოვიდა მწვრთნელად. ცოტახანში რო აუჭრელებენ ოლდ ტრაფორდს ბანერებით არ იცის.
0
№22
ავტორი: Manutd.ge
15 მარტი 2018 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მოურინიო შე პიტალო ყ.ლ.ე.ო მ.ოგ.ი.ტ.ყ.ა.ნ ოჯახი რაც კი საგინებელი სიტყვაა ყველა შენს ოჯახში იყოს. ყ.ლ.ე და თ.ე.ს.ლ.ი არ მოაკლდეს შენს ოჯახს შენი ცოლის დას შ.ე.ვ.ე.ცი გაენძრიე დროზე საიდანაც მოეწუწე. ჩელსიმ იხმარა ტ.რ.ა.კ.ში ამოისვა და აქ მოათრიეს ეს კ.ლ.ი.ტო.რი დაახვიოს ამას კიდე ვანგაალი ჯობდა
0
№23
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2018 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Dzalian mainteresebs braitontan ras izamen an gols ro gavitant tu agnishnaven
0
№24
ავტორი: WeAreUnited
15 მარტი 2018 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ეს თუ დატოვეს ჩათვალეთ არსენალი გავხდით ოღონდ შემტევი ფეხბურთის მაგივრად ვითამაშებთ მძღნერბურთს და ფულის შოვნის მაგივრად მილიარდებს დავხარჯავთ :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top