თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 23:43
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 24
მარსიალთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
მარსიალი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.
მარსიალთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
ლუი ვან გაალის საუკეთესო შენაძენი ენტონი მარსიალი, რომელმაც მასში გადახდილი კოლოსალური თანხის გამართლება სადებიუტო შეხვედრიდანვე დაიწყო, ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

ფრანგმა შემტევმა სეზონი იდეალურად დაიწყო, განურჩევლად იმისა იყო თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში, ფაქტიურად გოლისა და საგოლე გადაცემის გარეშე არ ტოვებდა ბრიტანულ მოედნებს.

სიტუაცია შეიცვალა ალექსის სანჩესის ტრანსფერის შემდეგ, რომელმაც დაიკავა ''იუნაიტედის'' შეტევის მარცხენა ფლანგი და მარსიალი საპირისპირო მხარეს გადაამისამართა. ავტომატურად მოიკლო ენტონის შედეგიანობამ. მიუხედავად ამისა კლუბმა ფეხბურთელის აგენტს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შეთავაზა, მაგრამ მოლაპარაკებებმა წინ ვერ წაიწია და თუ ''არემსი სპორტსის'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, მოლაპარაკებები ჩიხშია.

შეგახსენებთ ენტონი მარსიალის გადაბირებით სხვა და სხვა დროს დაინტერესებული იყვნენ მილანის ''ინტერი'', მადრიდის ''რეალი'' და ლონდონის ''არსენალი''

ენტონი მარსიალის ანგარიშზე ''პრემიერ ლიგის'' მიმდინარე გათამაშებაში 9 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.



წყარო: rmcsport.bfmtv.com
ჭორები
24 კომენტარი
№21
ავტორი: gela-manchesteri777
24 თებერვალი 2018 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მოურინიო სულ ასე იყო ტავის ყველა გუნდში მივა ფეხბურთელს ამოიჩემებს ჯერ სკამზე ალპობს მერე ყიდის ეს რო წავიდეს ვაბშე გაედება იუნაიტედს კაროჩე ჩმოურინიო ეს სეზონი დაამტავრე და ნაცენზურა რა
0
№22
ავტორი: Svanchester
25 თებერვალი 2018 00:27
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
არსად არაა ეს წამსვლელი.
0
№23
ავტორი: wiking
25 თებერვალი 2018 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
რეალს უნდა ზაფხულშიო, დაიწერა, იმხელა ფულია გადახდილი რომ ასე მარტივად არუნდა გაუშვან, ამასთან ძალიან ნიჭიერი ბიჭია..
0
№24
ავტორი: glory28
26 თებერვალი 2018 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
არ არის ეს გასაშვები , მაგრამ ხასიათის ფეხბურთელია აი რასაც ჰქვია ისეთ დროს გამაოანტეს არავინ არ ელის დ აისეთ დროს ჩააგდებს რომ რავი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top