თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2018, 20:52
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2128,
კომენტარები: 23
კროოსი "იუნაიტედის" მთავარი სამიზნეა
"იუნაიტედი" კროოსისთვის იბრძოლებს.
კროოსი
"ინდეპენდიენტის" მტკიცებით "იუნაიტედი" ზაფხულში ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას შეეცდება და ნომერ პირველ კანდიდატურად ტონი კროოსს განიხილავს, რომლის შეძენასაც 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდა, მაგრამ გერმანელმა მადრიდში გადაბარგება არჩია.

რთული იქნება ამ ტრანსფერის განხორციელება ამჯერადაც, რადგან გერმანელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლება და მეტ წილად სწორედ მისი ლუკა მოდრიჩისა და კაზემიროს კარგი თამაშის დამსახურებაა ბოლო ოთხ წელში სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგა.

იმ შემთხვევაში თუ "მადრიდის რეალი" არ მოისრვებს საკუთარი ლიდერის გასხვისებას, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2021-2022 წლამდე აკავშირებს, "იუნაიტედი" გადაერთვება "დორტმუნდის ბორუსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველ იულიან ვაიგლზე.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში სავარაუდოდ "განსაკუთრებული" სამ ნახევარმცველიან ტაქტიკაზე გადაერთვება და კროოსს, ნემანია მატიჩის და პოლ პოგბას შორის გაამწესებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით პოგბასა და მოურინიოს შორის გაჩენილი უთანხმოება სწორედ ტაქტიკის შეცვლის მოთხოვნამ გამოიწვია ფრანგის მხრიდან, რომელიც თავის მხრივ საკუთარ თავს სწორედ 3 ნახევარმცველიან ტაქტიკაში ხედავს.




წყარო: www.independent.co.uk/sport
ჭორები
23 კომენტარი
№21
ავტორი: VALERI.s
20 თებერვალი 2018 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
სიმართლე რო გითხრად თუ 3 ნახევარმცველით ვაპირებთ თამაშს საუკეთესო ვარიანტი საული მგონია. ახალგაზრდაა, ცაცია, და არჩვეულებრივი მონაცემების მქონე. მართალია 26 წლამდე აქვს კონტრაკტი მაგრამ 90 მილიონად წესით უნდა მოგვყიდონ. მე მაგალითად მგონია რომ კროსზე მარტივად ვიყიდით!
პოგბა---საული
-----მატიჩი----
0
№22
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2018 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა რეალი ამის გამშვები
0
№23
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
შანსი არაა ეს თუ მოვითხოვეთ რეალი დე ხეას მოთხოვს ამიტომ შანსი არის 0 %
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top