თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2018, 19:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2733,
კომენტარები: 21
მოურინიო დაცვის ცენტრალური ხაზით უკმაყოფილოა
პორტუგალიელი სპეციალისტი ზაფხულში ორ მცველს გაყიდის.
მოურინიო დაცვის ცენტრალური ხაზით უკმაყოფილოა
პრემიერ ლიგის გასული ტური, უიღბლო აღმოჩნდა სატურნირო ცხრილის მეორეადგილოსან "იუნაიტედისთვის". ჟოზე მოურინიოს გუნდმა სტუმრად რაფა ბენიტესის "ნიუკასლთან" დაკარგა ქულები. "წითლებმა" შეხვედრა ანგრიშით 1-0 დათმეს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ თითქოს ჟოზე მოურინიო ცენტრალური დაცვის ხაზის ორი წევრით უკმაყოფილოა და შესაძლოა ეს ფეხბურთელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ოლდ ტრაფორდმა" გაუშვას. საქმე ეხება კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს.

როგორც Mirror-ი იუწყება, პორტუგალიელს ინგლისელი მცველების ზაფხულში გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამავე წყაროს ცნობით ჟოზე დაცვის ხაზს ახალი მცველებით გააძლიერებს.

"განსაკუთრებულის" კანდიდატებს რაც შეეხება, მის სიაში "ლესტერის" მცველი ჰარი მაგუაიერი და მადრიდის "რეალის" ფრანგი დამცველი რაფაელ ვარანია. საუბარია ასევე "ტოტენჰემის" დაცვის ხაზის წევრ ტობიას ალდერვეირელდზეც.

წყარო: euro-football
ჭორები
21 კომენტარი
№21
ავტორი: gela-manchesteri777
15 თებერვალი 2018 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ციტატა: Lalana
ციტატა: gela-manchesteri777
ბიჭებო თუ იცით ვინმემ მომწერედ რა ძმებო ინტელ რ სელერონ რ ცპუ ე1200 160გჰზ ეს სისტემა რომელიმე პეს გაქაჩავს

64 ბიტიანი ვინდოუსი გაქვს ჩაწერილი თუ 32იანი?თუ 32იანზე გაქვს 1.6 გეგაჰერზიანი მაშIნ ალბათ პეს 2011საც კი ვერ გაქაჩავს და ოპერატიული მეხსიერება რამდენი აქვს?

ოპერატიული მაქ სამი გბ მარა ეგ ვინდოუსი რა რომელია აზრზე არ ვარ დიდად ვერ ვერკვევი კომპში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top