თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2018, 21:14
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2172,
კომენტარები: 23
მოურინიომ კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა
მოურინიო 2020 წლამდე ''იუნაიტედში'' დარჩება.
მოურინიომ კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა
''მანჩესტერ იუნაიტედის'' თავკაცმა ჟოზე მოურინიომ, გაახანგრძლივა მის კონტრაქტში გათვალისწინებული 1 წლიანი პუნქტი. ჟოზეს კონტრაქტტი 2019–ის ნაცვლად, ახლა უკვე 2020 წელს ამოეწურება.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, თავის პირველ სეზონში, მოიგო EFL Cup, ევროპის ლიგა და ასევე ქომუნითი შილდი ''ლესტერის'' წინააღმდეგ. მიმდინარე წელს, მისი თავკაცობით ''იუნაიტედი'' პრემიერ ლიგაში მეორე პოზიციაზეა და წარმატებულად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მისი მეტოქე ამჯერად ''სევილიაა''.

''მე ძალიან ამაყი ვარ, რადგანაც ''იუნაიტედს'' ვწვრთვნი. მინდა მადლობა გადავუხადო მფლობელებს და ბატონ ედ ვუდვორდს ჩემი ნდობისა და შრომის დაფასებისთვის. მე ბედნიერი ვარ , რადგან ისინი მე მენდობიან და თვლიან, რომ ''იუნაიტედისთვის'' შესაფერისი მწვრთნელი ვარ. ჩვენ კარგად დავიწყეთ, პირველ სეზონში მოვიგეთ 3 ტიტული, თუმცა ეს საკმარისი არაა, ყველა ხვდება, რომ ჩვენ მომავლის ''იუნაიტედს'' ვაშენებთ, მომავალი კი საუკეთესო და წარმატებული იქნება ამ კლუბისთვის.''-განაცხადა ჟოზემ.

ჟურნალისტებს ედ ვუდვორდმაც გაუკეთა, ჟოზეს კონტრაქტის შესახებ კომენტარი: ''ჟოზემ უკვე ბევრს მიაღწია ''იუნაიტედში'' და ბედნიერი ვარ, რომ მან 1 წლიანი პუნქტი აამოქმედა. მისი დაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი, ეს იშვიათია. იგი ასევე წარმატებულად მუშაობს ახალგაზრდებთან და მათ შანს აძლევს პირველ გუნდში თამაშის. მან უამრავი ენერგია დახარჯა მიზნის განხორციელებისთვის და დარწმუნებული ვარ, ის განაგრძობს შედეგის დადებას, როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრებისათვის.''-თქვა მან

წყარო:http://www.skysports.com
ახალი ამბები
23 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
26 იანვარი 2018 02:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგია, რომ ერთი წელია და არა მეტი.
ვიცი, რომ ჟოზესთან საუკეთესო შედეგი გვაქვს ფერგის მერე პერიოდში, ამ სეზონში გუნდი მიდის სტაბილურად მეორე ადგილზე და რომ არა სიტის არანორმალური შედეგი პირველზეც ვიქნებოდით და ვიბრძოლებდით ეპლისთვის.

მაგრამ აი ვერ ვეგუები მანჩესტერის თამაშს, შიგადაშიგ ძალიან ფრთხილი და მშიშარა თამაშია, რაც ხანდახან პირიქით უფრო ძვირად გვიჯდება, ვიდრე მოგებას გვინარჩუნებს, შეიძლება ახლა ჟოზეზე უკეთესს ვერავის მოვიყვანთ, მაგრამ როცა წავა გული არ დამწყდება, მომენატრა კარგი შეტევაში გამართული გუნდური თამაში.
0
№22
ავტორი: Alexis7
26 იანვარი 2018 02:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ციტატა: pogba.
ანჩელოტი :)

რა ანჩელოტი მაგან ისეთები დამართა ბაიერნს რო მანჩესტერს საერთოდ რას უზავდა წარმომიდგენია.. ანჩელოტი იტალიური კლუბებისთვისაა ზედ გამოჭრილი.. მოურინიოზე უკეთესი ეხლა მართლა ვინ უნდა მოიყვანო მანჩესტერში? ესეთი სასტავით რაც მოიგო საღოლ კიდევ.. თავისებური ხედვა და სტილი აქვს და ასე აღწევს წარმატებას.. კიდევ გააკეთებენ ტრანსფერებს და უფრო ლაღი და სანახაობრივი გახდება მანიუ..
0
№23
ავტორი: VALERI.s
26 იანვარი 2018 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
პოგბა როცა თამაშობს ყოველთვის სასიამოვნოა მანჩესტერის ყურება და მჯერა რომ სანჩესი და + ზაფხულში მაღალი დონის ფეხბურთელებს რომ დავიმატებთ მანჩესტერის თამაში ბევრად უფრო სანახაობრივი გახდება!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top