თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2018, 17:31
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3828,
კომენტარები: 25
სანჩესი "კარინგტონზეა"
ალექსისი სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება.
სანჩესი
ბრიტანელი ჟურნალისტები დილიდან ელოდნენ ჩილელი შემტევის "მანჩესტერში" ჩასვლას. თავად ფეხბურთელმა, ლონდონში, აეროპორტში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

''მანცესტერ იუნატედის'' გულშემატკივრების ლოდინი, დასასრულს უახლოვდება, უკვე გავრცელდა "კარინგტონთან" გადარებული ფოტოები, რომელზეც სანჩესია ასახული.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ, სანჩესი ოფიციალურად გახდება ''იუნაიტედის'' ფეხბურთელი. ჟურნალისტების მტკიცებით, კონტრაქტი 4,5 წლიანი იქნება და სეზონში 14 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

იყო საუბრები თითქოსდა სანჩესმა გადაწყვეტილება უკეთესი ფინანსური შეთავაზების გამო მიიღო, რაზეც ფრენკ ლამპარდის კომენტარი შემდეგი იყო: "სანჩესის გადაწყვეტილება ლაპარაკი ზედმეტია, მას არ გაუკეთებია არჩევანი ჩინეთზე, ის გადადის მსოფლიოს ერთ-ერთ, შეიძლება ითქვას მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო კლუბში".




წყარო : manchestereveningnews.co.uk
სიახლეები
25 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2018 22:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ხვალ გაოფიციალურდება და ეგარი :D
0
№22
ავტორი: pogbensito
21 იანვარი 2018 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
მე პირადად მგონია რო ამის მოსვლით მოუ მარსიალს არ შეეხება ჯერ იმიტორო საკაიფოდ ათამაშდა მარსო და მაქსიმუმ 2 წელიწადში მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდება როგორც თუნდაც ზემოთ ხსენებული სანჩესია ან კიდე აზარი რისთვისაც ყველაფერიაქ რაც შეეხება სანჩესს მეც ეგრე ვფიქრობ რო მარჯვნიდან შეუბერავს და თუ მოუმ შეძლო ძველი მანჩესტერის დაბრუნება თავისუფლად შეუძლია რო ბევრი გაიტანოს და ოქროს ბურთისთვის იბრძოლოს რატომაც არა ? აგერ ნახეთ მოუ ძაფხულზე მინიმუმ 1 სუპერვარსკვლავს მოიყვანს ეჭვი მაქვს დიბალაზე ან თუნდაც გრიზმანზე ნუ თუ რთქმაუნდა 7 ნომრი არ აიღო სანჩესმა გრიზ

10 ნომერი დიბალასთვის მინდა
0
№23
ავტორი: Dato kutaisi
22 იანვარი 2018 00:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
მემგონი მოუმ შეტევის დალაგება და სასტავის შეკრება დაასრულა.სიმართლე ვთქვათ და ნახევარმცველის გარდა უკვე ამ გუნდს არც არავინ სჭირდება.4-3-3 დადგება ჩემი აზრით შეტევისას და დაცვისას ფლანგები დაიწევს.არადა ლუკაკუც კი ჩამოდის ნეტა არ ჩამოდიოდეს დაცვაში რამდენი გაგვივიდა მაგის გამო winked პოგბა მატიჩს მარტო ერერა არ ყოფნის.უფრო მაღალი კლასის და გრძელვადიანი პროექტი გვჭირდება თუნდაც დაიერის სახით.ახალგაზრდა მაგრამ არ გვინდა მძიმე იმიტო რო ისედაც მძიმე გვყავს ნახევარდაცვა.ხვლიკივით ნახევარმცველი გვჭირდება.დაიერიც კაი აყუდებულია მაგრამ რაც მაგან ჩვენთან რეშფორდს რივოკზე დაადო მერე შემეცვალა მაგის სისწრაფეზე წარმოდგენა feel მოკლედ ძალიან საინტერესო გახდება ჩვენი თამაშები.ის დაემატა გუნდს რაც ყველაზე მეტად აკლდა და დარწმუნებული ვარ მარჯვნივ ათამაშებს.არადა ისეთი ტიპია ეგ 1 თამაშში 5 ჯერ შეიცვლის პოზიციას.ტექნიკური, ჭკვიანი, იდეალური ბურთის ფლობით და მუშა.მეტი ვერაფერი მომაგონდა სანჩესზე.უდიდესი შენაძენია და საერთოდ მე ძალიან მომწონს სატრანსფერო პოლიტიკა ბოლო 2 წელია.წასასვლელები ნელ ნელა მიდიან უმტკივნეულოდ გადააქვს გუნდს ეს ყველაფერი და სწორი ხალხი მოდის.მხითარიანიც კარგი ტრანსფერი იყო თუ შანშანდელ ლიგის გოლებს და ამ ტრანსფერში მის გამოსადეგობას გავითვალისწინებთ
0
№24
ავტორი: Svanchester
22 იანვარი 2018 00:19
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
სამშაბათს ვიოფიციალურებთ.
0
№25
ავტორი: Lalana
22 იანვარი 2018 10:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: JuanMata
სუარესი რომ გაყიდა ლივერპულმა, მაშინ მე აქ არ ვიყავი და კოუტინიოს არსად გავუშვებთო, ეგეც თქვა
ეგ კაცი ძაან მომწონდა, როგორც მწვრთნელი დორტმუნდში ყოფნისას და მინდოდა მანჩესტერში მოსულიყო. რაც ლივერპულის მწვრთნელი გახდა, სულ დამეკარგა წარმოდგენა, მაგარი ბოღმა ტიპი და არანორმალურია. მაგას ისევ ავტობუსიანი ჟოზე მირჩევნია.

მეც ძალიან მაგრად მომწონდა დორტმუნდში და არ მეგონა საერთოდ ასეთი ბოღმა ტიპი თუ იყო.ჯერ იყო და პოგბაზე ენას არ აჩერებდა,იუნაიტედმა რამხელა ფასი გადაიხადაო,ჩვენ არასოდეს გადავყრითო ამხელა თანხებს ფეხბურთელშიო.შემდეგ უეცრად მცველში კოლოსალური თანხა გადაიხადა და თურმე ეგენი კი არ ადგენენ სატრანსფერო ფასს და ლივერპული კი არ არის დამნაშავე ახმელა თანხის გადახდისთვის.მოკლედ ისეთი ტიპია ერთს რომ აკრიტიკებს და მერე მეორე დღეს თვითონვე აკეთებს იმავეს wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top