თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2018, 13:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2382,
კომენტარები: 24
პოგბა თავდაჯერებულია
"იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელი პოზიტიურ განცხადებებს განაგრძობს.
პოგბა თავდაჯერებულია
დღეს ღამით პრემიერ ლიგის 23 ტური დასრულდა. ერთმანეთს "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედი" და "სტოკ სიტი" დაუპირისპირდნენ, "წითლებმა" შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით 3-0 მოიგეს და თანაქალაქელ "სიტისთან" ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიოს შეგირდი პოლ პოგბა აცხადებს რომ "იუნაიტედს" სურს "სიტის" დაეწიოს.

"ჩვენი გუნდი ეხლა შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ ამის დამტკიცებ ამ შეხვედრაშიც შევძელით. პირადად მეც მსურს, რომ უფრო მეტად გადავიდე მოწინააღმდეგე გუნდის მეორე ნახევარზე, შეტევისთვის მეტი თავისუფალი სივრცე შევქმნა, მგონია, რომ ჩემ უნარებს და შესაძლებლობებს ამ ეტაპზე კარგად ვიყენებ, შემიძლია კარის მიმართულებით დავარტყა, ან პასი გავაკეთო, ეს ძალიან მომწონს.

ჩვენ გვსურს "სიტის" დავეწიოთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ძალიან წინ არიან. კარგია, რომ მათ "ლივერპულთან" ქულები დაკარგეს, თუმცა ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ რადგან კონცენტრაციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. "იუნაიტედმა" მომავალ შეხვედრებშიც უნდა გაიმარჯვოს, რადგან ჩვენ ბევრი ქულა დავკარგეთ".
- განაცხადა დასასრულს შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2018 17:14
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gache1991
კიი კიი.აი მატას რო დაუგორა ლინგარდმა მანდაც ბევრად კაი ადჰილზე იდგა ლუკაკუ.ერთი ჰეთრიკი უნდა უეჭველი ამ კეინმა ეგრე იცის თუ წაუვა ოთხ ხუთ გუნდს დატენის და ეგაა მერე როგორ უნდა დაეწიო

ლუკაკუს ერთს რასაც ვატყობ, ეგოისტი და ცივსისხლიანი გოლებზე დახამებული არ არის, ანუ დახამებული არცუნდა იყოს უბრალოდ მეტი ცივსისხლიანი უნდა გახდეს, მაგალითად ლუკაკუს ადგილზე მანდ იბრაჰიმოვიჩი რო მდგარიყო მარსიალი უბრალოდ პასს მისცემდა იმის გამო რო ზლატანია, ლუკა მაგარი ჯიგრულად მოქმედებს მოედანზე და ეს სიტყვა რატო გამოვიყენე, ანუ ტიპს ეტყობა რო ლიჟბი ვინმემ გაიტანოს და ყველაფერი მაგრად უსწორდება ეს მისწორდება ლუკაკუში მაგრამ ცოტა ეგოისტი მეგოლეც რო გახდეს გამისწორდება. კეინმა რატო უნდა იბლატაოს პრემიერ ლიგაში როცა ჩვენ ლუკაკუ გვყავს.
0
№22
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2018 17:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Svani
ციტატა: gache1991
კიი კიი.აი მატას რო დაუგორა ლინგარდმა მანდაც ბევრად კაი ადჰილზე იდგა ლუკაკუ.ერთი ჰეთრიკი უნდა უეჭველი ამ კეინმა ეგრე იცის თუ წაუვა ოთხ ხუთ გუნდს დატენის და ეგაა მერე როგორ უნდა დაეწიო

ლუკაკუს ერთს რასაც ვატყობ, ეგოისტი და ცივსისხლიანი გოლებზე დახამებული არ არის, ანუ დახამებული არცუნდა იყოს უბრალოდ მეტი ცივსისხლიანი უნდა გახდეს, მაგალითად ლუკაკუს ადგილზე მანდ იბრაჰიმოვიჩი რო მდგარიყო მარსიალი უბრალოდ პასს მისცემდა იმის გამო რო ზლატანია, ლუკა მაგარი ჯიგრულად მოქმედებს მოედანზე და ეს სიტყვა რატო გამოვიყენე, ანუ ტიპს ეტყობა რო ლიჟბი ვინმემ გაიტანოს და ყველაფერი მაგრად უსწორდება ეს მისწორდება ლუკაკუში მაგრამ ცოტა ეგოისტი მეგოლეც რო გახდეს გამისწორდება. კეინმა რატო უნდა იბლატაოს პრემიერ ლიგაში როცა ჩვენ ლუკაკუ გვყავს.

+ 1000 ძააალიან გუნდური იგროკია და რათწმაუნდა მთავარია გუნდმა მოიგოს ვიდრე ვერ მოიგოს და ერთ კონკრეტულ იგროკს წონდეს 100 გოლი
0
№23
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2018 18:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სტოკთან დახატა
0
№24
ავტორი: Temo_Ibra
16 იანვარი 2018 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
პოლი ძაან მაგარი კაცია, აი იცის კაცმა რას აკეთებს წინა სეზონში მოდი ვთქვათ შეგუება იყო ... აი კიდევ ერთს ვიტყვი რომ(საერთოდ არ არის შუაში, უბრალოდ მინდა რომ ვთქვა) მატა აი ძაან კლასნია ესეც პოგბას მსგავსად. აი მატა რო პასებს აკეთებს და ბურთი როგორც უკავია რავი ეგრე მართლა ძაან ცოტა აკეთებს. ცოტა სისწრაფე აკლია მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და კარგია რომ ჟოზემ ის დააფასა(მანჩეში wink )
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top