თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2018, 13:40
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3000,
კომენტარები: 29
ჟოზე: ''ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი''
''მანჩესტერ იუნაიტედის'' მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
ჟოზე: ''ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი''
ჟოზე მოურინიო არაფერს არ პირდება სამომავლოდ მისივე ნაყიდ სომეხ ფეხბურთელს მხითარიანს. მოგეხსენებათ მხითარიანს ''იუნაიტედში'' საქმე კარგად არ მისდის, იგი ვერ ხვდება სასტარტოში და შეცვლაზეც იშვიათად თუ ერთვება თამაშში. სომეხი ფეხბურთელი ერთ-ერთი პირველი შენაძენია, რომელიც ჟოზემ გააკეთა. იგი 2016 წლის ზაფხულში გადმოვიდა ''დორტმუნდიდან'' 26.3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

29 წლის ფეხბურთელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მან პრემიერ ლიგის პირველ 3 შეხვედრაში 5 ასისტი გააკეთა, რის შემდეგაც მისი ფორმა და თამაშის ხარისხი ძალიან დაეცა. მხითარიანი სასტარტოში თითქმის მთელი პირველი წრე ვეღარ ხვდებოდა, საბოლოოდ მან ძირითადში ''დერბის'' წინააღმდეგ დაიწყო სათასო შეხვედრაში. უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მოურინიომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიყვანა მხითარიანი, ნათელი გახდა, რომ მან შანსი ვერ გამოიყენა.

''ჩემი მიდგომა მოთამაშეების მიმართ ასეთია, ''ყველა ფეხბურთელს აქვს ფასი''. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის, არ აქვს მნიშვნელობა მის სათამაშო კლასს, პრესტიჟს და სტატუსს, ჩემი აზრით ყველა ფეხბურთელი გარკვეული თანხა ღირს. მე არ ვარ ბრმა, არ ვამბობ, რომ რომელიმე ფეხბურთელი ხელშეუხებელია, და მისი გაყიდვა გამორიცხულია. როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იღება, იგი იღება სხვა გუნდებისთვისაც, რომლებიც ჩვენი ფეხბურთელებით არიან დაინტერესებულნი. ჩვენ უბრალოდ ვიღებთ გადაწყვეტილებებს დავთანხმდეთ მოცემულ წინადადებებს თუ არა.''

''ჩვენ რაზეც ვფიქრობთ, ეს არის სწორი ფასის დადება ფეხბურთელზე, თუმცა მხითარიანმა ითამაშა ბოლო შეხვედრა ''დერბისთან'' და სავარაუდოდ იგი მონაწილეობას მიიღებს ორშაბათს, ''სტოკთან'' შეხვედრაში. ის ჩვენი მოთამაშე და კარგი ფეხბურთელია.''-განაცხადა მოურინიომ
ინტერვიუები
29 კომენტარი
№21
ავტორი: misteryou
14 იანვარი 2018 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ამის წინ დავწერე ყველა და ყველაფერი დაიკიდონ და სანჩესი მოიყვანონ თქო და რავიცი 96% ჩვენია, ვერანაირი გრიზმანი და დიბალა ვერ მოვა ამასთან, ეს ფეხბურთელი ჩვენი გუნდის კვალობაზე ცვეტში მესია და მერე მართლა დავიქოქებით, ტიპს ბურთი ისე უჭირავს ორი მეტრით უდგანან ვერ ეკარებიან, ეს ტრანსფერი თუ გაიჩარხა, ბაბუს წასვლის შემდეგ ყველაზე მაგარი რამ მოხდება მანჩეში, ასე რომ დაველოდოთ რამდენიმე საათში თემა გაიასნდება და იმედია ყველას მოგილოცავთ
0
№22
ავტორი: bigana
14 იანვარი 2018 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
შემშურდა ლივერპულის ფანების ეხლა..რა თამაში აჩვენა და მიარჭეს სიტის.კლოპი გვინდა ჩვენ და არა ეს **** წუწუნა ჩმოურინიო. სანჩესი კი არა მესიც ტო გადმოვიდეს იმასაც დაცვაში დააყენებს ეს არასწორი.
0
№23
ავტორი: Dato kutaisi
14 იანვარი 2018 21:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აი ბურთი შეიძლება დათმო საკუთარ მოედანზე და კონტრზე შეყარო და გაუდო სიტისაც.აი მაგალითი ლივერპულისგან.პრინციპში ჩვენთან თამაშშიც ბურთი დავთმეთ მაგრამ მომენტი სიტიმ ვერ შექმნა და უაზრო გოლები გაგვივიდა და ლუკაკუს დარტყმა მეკარეს სახეში რო მოხვდა.წასაგები არ იყო ის თამაში მაგრამ არაუშავს.სანჩესი ჩვენს კონტრ შეტევას ძალიან სწრაფს გახდის და მკვლელი ინსტიქტიც დაბრუნდება
0
№24
ავტორი: gache1991
14 იანვარი 2018 21:34
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: bigana
შემშურდა ლივერპულის ფანების ეხლა..რა თამაში აჩვენა და მიარჭეს სიტის.კლოპი გვინდა ჩვენ და არა ეს **** წუწუნა ჩმოურინიო. სანჩესი კი არა მესიც ტო გადმოვიდეს იმასაც დაცვაში დააყენებს ეს არასწორი.

დიდი იმედი მაქ არასდროს შეგშურდება ლუზერპულის ბალეშიკების:))რა თამაში აჩვენა გუნდმა რო ბურთის დაჭერა არ იცის და ანგარიშის შენახვა?რეალურად სალაჰის ზღაპარი გოლით მოიგეს რომელიც 1000 პროცენტით მეკარის შეცდომა იყო,მანეს გოლი რომელიც ოტამენდის სეცდომა იყო,და რავიცი კიდე,ორი სამი წუთი კიდე და ეგ იყო ფრე მორცებოდა,მასე ქნეს არსენალტანაც..ვერასდროს ვერ მივა კლოპი მოურინიოს დონეზე.გადახედე ერთის და მეორის ფინალების სტატისტიკა და მიხვდები რატომაც:)))
0
№25
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2018 21:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Temo_Ibra
იუნაიტედს დღეს ღამით აქვს სტოკთან თუ ხვალ ღამით ? (საერთოდ არ იყო შუაში უბრალოდ მაინტერესებდა)


ხვალ ღამით
0
№26
ავტორი: pogbensito
14 იანვარი 2018 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ხალხნო გადმოვა სანჩესი თქვენი აზრით ?
0
№27
ავტორი: Dato kutaisi
14 იანვარი 2018 22:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: gache1991
ციტატა: bigana
შემშურდა ლივერპულის ფანების ეხლა..რა თამაში აჩვენა და მიარჭეს სიტის.კლოპი გვინდა ჩვენ და არა ეს **** წუწუნა ჩმოურინიო. სანჩესი კი არა მესიც ტო გადმოვიდეს იმასაც დაცვაში დააყენებს ეს არასწორი.

დიდი იმედი მაქ არასდროს შეგშურდება ლუზერპულის ბალეშიკების:))რა თამაში აჩვენა გუნდმა რო ბურთის დაჭერა არ იცის და ანგარიშის შენახვა?რეალურად სალაჰის ზღაპარი გოლით მოიგეს რომელიც 1000 პროცენტით მეკარის შეცდომა იყო,მანეს გოლი რომელიც ოტამენდის სეცდომა იყო,და რავიცი კიდე,ორი სამი წუთი კიდე და ეგ იყო ფრე მორცებოდა,მასე ქნეს არსენალტანაც..ვერასდროს ვერ მივა კლოპი მოურინიოს დონეზე.გადახედე ერთის და მეორის ფინალების სტატისტიკა და მიხვდები რატომაც:)))

100% როგორც ყოველთვის:) მრავალ ბედობას:)
0
№28
ავტორი: gache1991
14 იანვარი 2018 22:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
[
100% როგორც ყოველთვის:) მრავალ ბედობას:)[/quote]
გაიხარე დავით დიდი მადლობა შენც ასევე:))
0
№29
ავტორი: Svanchester
15 იანვარი 2018 12:40
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
მხითარიანი არსენალს არ სურს თორე ჩართავდნენ ტრანსფერში მაგასაც.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top