თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2017, 13:27
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2731,
კომენტარები: 22
"იუნაიტედი" მზადაა დიბალაში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს
მოურინიოს არგენტინელის ყიდვა სურს.
Starsport-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო მზადაა დიბალას შესაძენათ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტურინის "იუვენტუსიდან" იმ დროს სარეკორდო თანხად 105 მილიონად პოლ პოგბა დაიბრუნა და ახლა მზად არიან ზაფხულში ტურინიდან პაულო დიბალაც გაიფორმონ.

24 წლის შემტევი "ბებერ ქალბატონს" 2015 წლის ზაფხულში "პალერმოდან" 30 მილიონი ევროს სანაცვლოთ შეუერთდა და მალევე იქცა ტურინული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად.

ახალი ინფორმაცია არ არის, რომ მოურინიო აქტიურად ეძებს ისეთი ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია მაღლ დონეზე ითამაშოს 10-ანის პოზიციაზე, მოურინიოს განკარგულებაში ამ დოისთვის ზემოთ ნახსენებ პოზიციაზე ჰენრიხ მხითარიანი და ხუან მატა ჰყავს, თუმცა როგორც ჩანს ჟოზე კმაყოფილი არარის მათი გარჯით და პაულოს მოყვანა სურს, მაგრამ რამდენად გაუშვებს "იუვენტუსი" დიბალას მითუმეტეს სეზონის შუა ნაწილში ეს სხვა საკითხია, ამიტომ არგენტინელის შეძენას ჟოზე ზაფხულში ეცდება.

დიბალას ყიდვის შემთხვევაში მოურინიო თვლის, რომ არგენტინელი მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ინგლისურ კლუბს იდეალურად მოერგება და გააძლიერებს. "იუნაიტედის" გარდა მის გაფორმებას ატიურად ცდილობენ "ბაიერნი" და "ბარსელონა."

წყარო:dailystar
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: de gea1
26 დეკემბერი 2017 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ეს იქნება დზლიერი და სერიოზული ტრანსფერი. დიბალა ვერატი, დევიდ ლუიზი, მალინკოვიჩი, ნეიმარი, იკარდი, ვან დეიკი, ესაა სჰენადზენი
0
№22
ავტორი: gigi_ryan
27 დეკემბერი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
გრიზმანის ყიდვას ეს ჯობია, ამის პოზიცია უფრო საჭიროა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top