თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2017, 18:15
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3491,
კომენტარები: 24
Telegraph: აბრამოვიჩი მატიჩის "იუნაიტედში" გაშვებას დათანხმდა
რომან აბრამოვიჩი მატიჩის გაშვებას დათანხმდა.
Telegraph: აბრამოვიჩი მატიჩის
"ჩელსის" რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი ნემანია მატიჩის გაშვებას დათანხმდა.

Telegraph -ის ინფორმაციით აბრამოვიჩმა ბოლოს და ბოლოს მიიღო სერბის შეძენის თაობაზე "იუნაიტედის" წინადადება და მზადაა ის კონკურენტ გუნდში გაუშვას. "იუნაიტედმა" აქამდე "პენსიონერებს" მატიჩის შეძენაზე 2 ოფიციალური წინადადებით მიმართა £35 და £40 მილიონის ფარგლებში, მაგრამ ეს შეთავაზებები უარით იქნა გასტუმრებული, საბოლოო შეთავაზება კი რომელზედაც "ჩელსიმ" თანხმობა განაცხადა £50 მილიონია.

შეგახსენებთ, რომ ნემანია მატიჩი მოურინიოს ერთ-ერთი მთავარი შენაძენი იყო მისი "ჩელსიში" ხელმძღვანელობის პერიოდში. ხშირად იწერებოდა იმის შესახებაც, რომ სერბი კარიერას იტალიაში გააგრძელებდა, მაგრამ საბოლოოდ როგორც ჩანს ტურინელები გამოეთიშნენ ბრძოლას და ნემანია კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.

წყარო: Metro
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
24 კომენტარი
№21
ავტორი: giorgi_mg
22 ივლისი 2017 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: JuanMata
ციტატა: giorgi_mg
მე ასე მგონია თქვენი არ ვიცი, იბრას (მიდის) ლუკაკუ ვერ ჯობია და როხოს(ტრამვა, დეკემბერში ბრუნდება) ლინდელოფი ვერ ჯობია, რა გამოვიდა? დავსუსტდით და ჯერ ვერ გავძლიერდით მიუხედავად იმისა 100+ მილიონი დავხარჯეთ, ხოდა მთავარი კიდე რუნიც დავკარგეთ!


ორი ამხანაგური თამაშის მერე უკვე ჩამოწერრ ლინდელოფი და ლუკაკუ?
მასე როხომ პირველი ორი სეზონი რბილად რომ ვთქვათ სადინლად ჩაატარა.
თან შარშან, 3 ცენტრალურ მცველი ლაზარეთში იწვა. როხო დეკემბრამდე ვერ დაგვეხმარება, ჯონსის იმედად ვერ იქნები, გვჭირდებოდა ნამდვილად ერთი მცველი და იყიდა, ნუ ჩამოწერ ჯერ ლინდელოფს, საკმაოდ სწრაფია და ძალიან კარგი პირველი პასი აქვს.

იბრას რაც შეეხება, მიუხედავად მისი გოლებისა, ორი ამდენი კიდე გააფუჭა და ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა გაფუჭებული მომენტების და არამარტო ინგლისში.

ლუკაკუმ 25 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, მაშინ როცა მანჩესტერის შექმნილი მომენტები 2-ჯერ და 3-ჯერ აღემატება ევერტონის მომენტებს. 3 ამხანაგურში 2 გოლი გაიტანა და არც ერთი არ ყოფილა ლანგარზე მირთმეული.
აშკარად აქვს კლასი ამ ბიჭს, სიტის რა გოლიც გაუტანა ეგეთ მომენტს მანიუ შარშან 10-დან 10-ს ვერ გამოიყენებდა.

ერთადერთი რაშიც შეიძლება გაამტყუნო ჟოზე ისაა, რომ ცნობილი და დიდი სახელის ფეხბურთელები არ იყიდა, მატიჩი და პერიშიჩიც არ იქნებიან მესი და ინიესტა თუ გადმოვლენ, მაგრამ ის ხალხია ზუსტად ვინც მწვრთნელს ჭირდება.

არა ჩამოწერით არ ჩამომიწერია პირიქით ძაან მომწონს უბრალოდ ეს 3 თამაში საზომი ვერ იქნება, გემახსოვრება დარმიანმა როგორ დაიწყო, არ მინდა იმედები ვამყაროთ და მერე გაგვიცრუვდეს, თორე არაფერი აქვს დასაწუნი ამ ორ ტრანსფერს
0
№22
ავტორი: JuanMata
22 ივლისი 2017 16:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgi_mg

არა ჩამოწერით არ ჩამომიწერია პირიქით ძაან მომწონს უბრალოდ ეს 3 თამაში საზომი ვერ იქნება, გემახსოვრება დარმიანმა როგორ დაიწყო, არ მინდა იმედები ვამყაროთ და მერე გაგვიცრუვდეს, თორე არაფერი აქვს დასაწუნი ამ ორ ტრანსფერს


სხვა რა გამოსავალია აბა, ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვისას არის იმის საშიშროება, რომ ვერ გაამართლებს, დიმარიას ყიდვის მერე, მეგონა იმ საშინელ თამაშს ბოლო მოეღებოდა, მაგრამ იანგსც ვერ გაუწია კონკურენცია სეზონის მეორე ნახევარში wink

მე მაქვს იმედი, რომ ლუკაკუ ის ნაწილია, რომელიც გუნდს აკლდა, ვნახოთ რა იქნება.
მაგრამ მინიმუმ ერთი ფეხბურთელი კიდევ გვჭირდება.

იმედების გაცრუება მეც არ მინდა, მაგრამ სხვა რა დაგვრჩენია, თუ იმედით არ შეხვდი ყოველ ახალ სეზონს, რთული იქნება, გულშემატკივრობა wink
0
№23
ავტორი: de gea1
22 ივლისი 2017 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
დავიწყოტ იგიდან რო მატიჩი არის 28 წლის, მერე 50 მილიონი ფუნტი გირს, ამ ტტანხად ბევრად უკეტესის ყიდვა შეგვიDზლია და შეგვედძლო, ამას გაძლიერება არ ქვია ანუ მატიჩების ნაირების ყიდვით ფონს ვერ გავალთ, არადა ჩვენი კონკურენტები მაგრად გაძლიერდნენ, ჩვენ გვინდა ძალიან პერსპექტიული ნახევარ მცველი, ერთიჩამშლელი მეორე ვინგერი რომელიც არ ჩანს ჯერ ჯერობით
0
№24
ავტორი: Dato kutaisi
22 ივლისი 2017 23:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: giorgi_mg
მე ასე მგონია თქვენი არ ვიცი, იბრას (მიდის) ლუკაკუ ვერ ჯობია და როხოს(ტრამვა, დეკემბერში ბრუნდება) ლინდელოფი ვერ ჯობია, რა გამოვიდა? დავსუსტდით და ჯერ ვერ გავძლიერდით მიუხედავად იმისა 100+ მილიონი დავხარჯეთ, ხოდა მთავარი კიდე რუნიც დავკარგეთ!

ჩემო ძმაო სიმართლე გითხრა ვერ დაგეთანხმები.იბრა ბაზარი არაა სახელია დიდი კარიერით და ულამაზესი გოლებით.მაგრამ შარშანდელი მისი ყველა გოლი თითქმის ბოლო შეხებით გატანილი გოლებია.რომელსაც დამდგარი აკეთებდა თითქმის სირბილშიც კი არა.ბაზარი არაა ამასაც ცოდნა და კლასი უნდა მაგრამ აქვე არ დაგავიწყდეს იმ თამაშების სერია 3-4 ბურთს რო მაზავდა თამაშში და ნიჩიებით ავივსეთ.რეალობა ახლა ისაა და შარშანაც ის იყო რო ლუკაკუ იბრას შარშანაც ჯობდა.მარტო ევერტონში იმდენი გატანილი გოლია დასტური ამისა.ხოლო ლინდელოფს რაც შეეხება ჯერ ტიპი სადაა აზრზე ვერ მოსულა აცადეთ და დალაგდება შეეჩვევა და ნახავთ რასაც ითამაშებს.
ორი აზრი არაა კიდევ არის ჩამშლელი და ვინგერი საყიდელი მაგრამ ის რო ვთქვათ რო არ გავძლიერდით პირიქით დავსუსტდითო მემგონი გადაჭარბებულია.

ციტატა: de gea1
დავიწყოტ იგიდან რო მატიჩი არის 28 წლის, მერე 50 მილიონი ფუნტი გირს, ამ ტტანხად ბევრად უკეტესის ყიდვა შეგვიDზლია და შეგვედძლო, ამას გაძლიერება არ ქვია ანუ მატიჩების ნაირების ყიდვით ფონს ვერ გავალთ, არადა ჩვენი კონკურენტები მაგრად გაძლიერდნენ, ჩვენ გვინდა ძალიან პერსპექტიული ნახევარ მცველი, ერთიჩამშლელი მეორე ვინგერი რომელიც არ ჩანს ჯერ ჯერობით

საქმეც მაგაშია რომ არც არავინაა ბაზარზე რო იფიქრო.და სიმართკე ვთქვა მგონია რო აქ სახელები მეტს წყვეტენ.მირჩევნია მატიჩი პერიშიჩი დაიდოს და მოუს დავალებები შეასრულონ ვიდრე არიქა სახელები და მერე ნახევარ ფასად გაისად გასაყიდები გახდნენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top