თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2017, 23:53
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2918,
კომენტარები: 23
ESPN: "ტოტენჰემი" დაიერის გაშვებას არ აპირებს
"ტოტენჰემი" ერიკ დაიერს არ გაყიდის.
ESPN:
დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე ბრიტანული სპორტული გამოცემა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ დაიერის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" £60 მილიონი შესთავაზა.

ESPN ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა გამოცემა ირწმუნება რომ ერიკ დაიერის გაყიდვა გუნდის გეგმებში არ შედის. ჯერ კიდევ გასულ სეზონში მოურისიო პოჩეტინომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ტოტენჰემს" ფეხბურთელების გაშვება უკვე აღარ სჭირდება, რადგანაც გუნდმა საგრძნობლად გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა.

ერიკ დაიერი "ტოტენჰემის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და გუნდი მას არ გაუშვებს, რადგანაც მომავალ სეზონში გუნდი ტიტულებისთვის აპირებს ბრძოლას. მათი მთავარი მისია ახლა სათადარიგოთა სკამის გაძლიერებაა, ოღონდ არა გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელის გაყიდვიდან შემოსული ფულით, რადგანაც "ტოტენჰემს" ამის საჭიროება უკვე აღარ აქვს.

წყარო: ESPN
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
23 კომენტარი
№21
ავტორი: gigi_ryan
12 ივლისი 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: Giorgi MU
არადა უკვე ძალიან ბევრი იწერება ამ დაიერზე... ვერ ვხვდები რა აქვს ამ ადამიანს ისეთი რო ამ მანჩესტერში ადგილი დაიმკვიდროს, ვანგაალის დროსაც გაუჭირდებოდა როტაციების კასკადი რო იყო...

ციტატა: Giorgi MU
აუ რა დაიერი ამას კიდე ფელაინი ჯობია... აგერ ტალიკსა ფელაინის ნაირია როცა საჭიროა წინაც შეუძლია უკანაც მაგრამ ბევრად კარგი ფეხბურთელია და დაეირს ბევრად ჯობია ყველაფერში...

https://www.youtube.com/watch?v=oQS2idRb-cY

დე ხეა
ვალენსია---ლინდელოფი---ბაილი---(შოუ/როხო)
--------ერერა---ტალისკა--------
(მხითარიანი/მატა/მარსიალი)--პოგბა--რეშფორდი
---------ლუკაკუ---
დაიერის 1 თამაში მაინც გაქ ნანახი გასულ სეზონში? დარწმუნებული ვარ არა. რა ტალისკა ჯობია :))




თუ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებ მინიმუმ 2 თამაში მაინც უნდა მქონდეს ნანახი ხო? მგონი ლოგიკურია რასაც ვამბობ. აღარ ვსაუბრობ სხვა ლამაზ დაპირისპირებებზე, ტოტენჰემის ჩელსთა, არსენალთან, ლივერპულთა, სიტისთან. არც ტოტენჰემში არც ნაკრებში მე მაგის თამაში არ მომწონებია, მე იმ გადმოსახედიდან ვიძახი რომელიც მანჩესტერის დონეს უნდა აკმაყოფილებდეს თორე ტოტენჰემის დონეზე შეიძლება კარგი იყოს. საფრანგეთან უყურე პოგბამ რა უყო? შენი შეხედულება გასაგებია მაგრამ ჩემი შეხედულებით დაიერი პოგბასთან და ერერასთან ერთად რო ითამაშებს აშკარად დაეტყობა რომ ვერ "უქაჩავს" მათ დონეს. ყოველ შემთხვევაში ეხლა რასაც თამაშობს მასეა. მერე არ ვიცი რა იქნება მომავალში მეორე სუნთქვა თუ გაეხსნება და გაინავარდებს მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ასე რომ იმედს ვიტოვებ მაინც სხვას ნახავენ...

შენ თუ რამე სუბიექტური მიზეზები გაქ სხვა საქმეა, მარა ობიექტურად თუ შეხედავ ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი სეზონია, ძლიერი აღნაგობა,პასი, ართმევა, გამძლეობა ყველაფერი აქვს ამ პოზიციისთვის და ეს რო მართლა კაი იგროკი არ იყოს ნაკრებში არავინ დააყენებს. და რაც შეეხება მანჩესტერის დონეს, ამ პოზიციაზე ვინ გყავს საერთოდ ბებერი კერიკის გარდა, მეორე კიდევ მსოფლიოში ვის მოიაზრებ ამაზე მაგარ ჩამშლელად ვისი შანსიც არის რომ მანჩესტერში გადმოვიდეს
0
№22
ავტორი: Phil Jones
12 ივლისი 2017 15:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეხლა განვიხილე რაღაცეები და იმ დასკვნამდე მივედი რომ მოურინიოს ნამდვილად სურს ამის ყიდვა, იმიტომ რომ ტიპიური საყრდენია და ჩამშლელი, ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში რაც მოურინიოს გემოვნებაში ჯდება, მე კი მირჩევნია ნაინგოლანი, მაგრამ ის უფრო შედარებით შეტევითი სტილის ცენტრალური ნახევარმცველია. თან ეხლა მირორზე ისევ დაიწერა რომ იუნაიტედის სამიზნეზეა და ჯერ ყველაფერი არაა დამთავრებულიო, ისევე როგორც პერიშიჩზე, პერიშიჩიც ალბათ მართლა უნდა, შედარებით უნივერსალია და მებრძოლი, რაც ასევე მოურინიოს სტილია.
0
№23
ავტორი: gigi_ryan
12 ივლისი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: Phil Jones
ეხლა განვიხილე რაღაცეები და იმ დასკვნამდე მივედი რომ მოურინიოს ნამდვილად სურს ამის ყიდვა, იმიტომ რომ ტიპიური საყრდენია და ჩამშლელი, ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში რაც მოურინიოს გემოვნებაში ჯდება, მე კი მირჩევნია ნაინგოლანი, მაგრამ ის უფრო შედარებით შეტევითი სტილის ცენტრალური ნახევარმცველია. თან ეხლა მირორზე ისევ დაიწერა რომ იუნაიტედის სამიზნეზეა და ჯერ ყველაფერი არაა დამთავრებულიო, ისევე როგორც პერიშიჩზე, პერიშიჩიც ალბათ მართლა უნდა, შედარებით უნივერსალია და მებრძოლი, რაც ასევე მოურინიოს სტილია.

ბაზარი არაა იგივე ტალისკა რო აიღო წელს რასაც ვუყურე სუ წინ გარბის და ტეხნარობს და რაღაცეებს აკეთებს და ჟოზეს მაგრად არ ევასება ფეხბურთელი რო პოზიციას კარგავს, მაგის გულისთვის დაასხა ლუკ შოუსაც რო რამდენჯერმე პოზიცია დაკარგა და ფლანგი გაერღვა, დაიერი კი სუფთა დაცვითი სტილია და და კედელია აპორნი ზონაში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top