თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2017, 15:36
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3732,
კომენტარები: 68
ოფიციალურად: "უეინ რუნი "ევერტონის" ფეხბურთელია"
უეინ რუნი "ევერტონის" ფეხბურთელია.
ოფიციალურად:
უეინ მარკ რუნი ლივერპულის "ევერტონის" ფეხბურთელია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვებ-გვერდი ოფიციალურად ადასტურებს ინგლისელი ლეგენდის "ევერტონში" გადასვლას.

ჟოზე მოურინიო: "არავისთვის არ არის სიახლე, რომ მე რუნის დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ. უეინი უდიდესი პროფესიონალია და მისი სახელი გუნდის ისტორიას წლების განმავლობაში შემორჩება."

"არასდროსაა სასიამოვნო როცა ასეთ ფეხბურთელს ცოტა სათამაშო დრო აქვს, ამიტომ მე არ შემეძლო მის "ევერტონში" დაბრუნების თხოვნაზე უარი მეთქვა. მისი გამოცდილება, მიზანდასახულობა ჩვენ ძალზედ დაგვაკლდება. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ."

ედ ვუდვორდი: "უეინი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 13 წლის წინ "იუნაიტედმა" მისი სახით უდიდესი ტალანტი გაიფორმა."

"როგორ შეიძლება დავივიწყოთ მისი სადებიუტო ჰეთ-თრიკი, გოლი "სიტის" კარში და სხვა უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი. მან "ევერტონში" დაბრუნება მოითხოვა და ჩვენ არ შეგვეძლო მის ამ თხოვნაზე უარი გვეთქვა."

"ის ჩვენგან მიდის როგორც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი. მან ჩვენთან ყველაფერი მოიგო. რუნის რეკორდების მოხსნას ათეულობით წლები დასჭირდება."

"კლუბის და მილიონობით გულშემატკივრის სახელით ჩვენ რუნის წარმატებას ვუსურვებთ"

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები, ტრანსფერები
68 კომენტარი
№21
ავტორი: gaga1987
9 ივლისი 2017 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მადლობა კაპიტანო.შენ მანჩესტერის ლეგენდა ხარ და სულ იქნები.გუნდის გული და სული იქნები მუდამ.მაგრად მეწყინა,მაგრამ თუ გუნდს წარმატება უნდა ზამენისთვის მეცოდებოდი.წარმატებები შრეკ.
0
№22
ავტორი: jokero89
9 ივლისი 2017 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
?

ჩემი კომენტარები ვინ შეჭამა
0
№23
ავტორი: tedore
9 ივლისი 2017 16:14
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ვერ ვხვდები რატომ უნდა დააბრალო ჟოზეს რუნის წასვლა? წინა სეზონს ან იმის წინას საერთოდ უყურებდით?! ვეღარ ქაჩავდა რუნი და სწორი გაფაწყვეტილებაც მიიღო რომ დაუბრუნდა ევერტონს. ეხლა არ გამოხტეთ აქ პერსო ფანები და საერთოდ არ იყო რუნი მანჩესტერს რო ვქომაგობდი რუნიზე მეტად მიყვარდა ვან ნისტელროი მაგრამ გაუშვეს და ფერგისთვის არ მიგინებია რუნი ლეგენდაა და ყოველთვის ლეგენდა იქნება. წარმატებები ვაზზა
0
№24
ავტორი: gache1991
9 ივლისი 2017 16:14
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რამდენიმე დღის წინ ვწერდით აქ ლეგენდობაზე,მის კრიტერიუმებზე და ასე შემდეგ..აი ულაპრაკოდ ლეგენდა.რომლის ძეგლს აააუცილებლად ვიხილავთ ოლტრაფორდის წინ..მეტი თუ არა ნაკლები არავიზე გაუკეთებია,არც ჩარლტონზე არც ბესტზე არც ლოუზე და ასე შემდეგ..ვინ არ გამოიცვალა,ნისტელროი,ტევესი,ბერბატოვი,ჩიჩარიტო,ვანპერსი,ფალკაო,იბრა.და რუნი იყო სულ..ჩემი პირადი წარმოდგენაა რო მოურინიო აქ არაფერ შუაშია,ზოგადად მანჩესტერში სულ სხვანაირად იქცევა,ეს არც რაულის მაგალითია არც კასილასის(თუმცა კასილასის სკამზე დასმაში საერთოდ არ ვამტყუნებ ნახეთ ჰოლანდიასთან თამაშI კასილასის,ან პორტოში გადასულის და აღარ იყო ისეთი,მეკარე კიდევ საკვანძო ადგილია და ისეთ დიდ გუნდში როგორიც რეალია ხათრით ვერავის დააყენებ)არც ლამპარდის და არცერთს ეს არ გავს,მაშინ თავის ავტორიტეტის დასამტკიცებლად ბევრ ცუდ და არასწორ გადაწყვეტილებას ირებდა და მე რო მკითხო ყველას ეგ გვახსოვს და მაგით ვაფასებთ.მაგალითად ინტერში მისულმა რო ნახა მწვრთნელს როგორი პატარა ოთახი ქონდა ლამის კორპუსი ააშენებინა:)აქ არაფრის დამტკიცება არ ჭირდება,საკმარისზე მეტს მიაღწია,აღავის გაგდება არ ჭირდება მის უპირატესობის როგორც ბოსის დამტკიცებას გუნდში...მე რომ მკითხო კაცი მაშინ უნდა წახვიდე როცა პიკზე ხარ(ფერგიუსონმაც მოიგო და წავიდა..ასე გააკეთა პლატინიმაც და ბევრმა..რათქმაუნდა თუ ატყობ რო ვეღარ ქაჩავ,და არა ისე როგორც ვენგერი შვება ხავსს როა მოჭიდებული..მოურინიო კი არა ყველა ვატყობდით რო ძალიან მოუკლო.ეხლა ვიღაც იტყვის ლინგარდს და იანგს რო იტოვებ რუნი როგორ უნდა გაუშვაო და,ვიტყვი რო ლინგარდი და იანგი რო არ გვინდა მაგიტო მოვიდა პოგბა მხითარიანი ბაილი ლუკაკუ ..გუნდი სასწაულად ახალგაზრდავდება და ამ გუნდმა შედეგი უნდა დადოს.11ეული რო წარმოიდგინო ალბათ ვალენსიაა ერთადერთი სტარიკი თორე,დეხეა ბაილი ლინდელოფი შოუ პოგბა ერერა მხითარიანი რეშფორდი ლუკაკუ სულ 22დან 26 წლამდე ბიჭებზეა ლაპარაკი..მე პირადი გადაწყვეტილება მგონია და გინების მაგივრად მოურინიოსი მადლობით და პატივისცემით თუ შემოვიფარგებით რუნისადმი უკეთესი იქნება მგონი:)
0
№25
ავტორი: sandro2000
9 ივლისი 2017 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
bichebo dzalian damwyda guli runis wasvlis gamo Manchester iunaitedi runim shemayvara sul patara ROM viyavi mamashems vtxove runis porma eyida am pormas exac vinaxav da sul shevinaxav imis dasturad ROM manius msopliodls sauketeso kapitnis didi gulshematkivari viqnebi cxovrebis bolomde dzaan miyvars shrekunia sitis panebis risxvas warmatebebs vusurveb mshovliur evertonshi is chems gulshi mudam iqneba <3
0
№26
ავტორი: gigakoshka
9 ივლისი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
მეორე ადამიანი ვინც მანჩესტერიდან მიდის და ცრემლი მადგება.... ჯერ ბაბუუ და ეხლა შრეკი (((((((((((
0
№27
ავტორი: Dato Sirabidze
9 ივლისი 2017 16:15
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
გთხოვთ ამის გაშვებასთან მოურინიოს საერთოდ ნუ მოიტანთ რა... რა შუაშია მოურინიო ხალხო... აბსურდია ეგ... რუნი რო დღეს რუნი იყოს მას ევერტონი კი არა ევროპული გრანდები არ გააჩერებდნენ, მაგრამ დრო მოვიდა წასვლის ან სკამზე დაჯდომის... წავიდა ევერტონში... მერეც გამოვა მალე და თვითონ იტყვის რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ამ მოურინიოს ნუღარ შევტენით ამის წასვლას უაზროდ... ჩემზე მეტად არამგონია ვინმეს უყვარდეს მაგრამ მე მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ და სახელები ამ გუნდს წარმატებას ვერ მოუტანს... წარმატებები უეინ, ყველას უყვარხარ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№28
ავტორი: bziki
9 ივლისი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
GaMkReLa
რა არი ვანგაალის ან ჟოზეს ბრალი? ბურთის დამუშავება რო დაავიწყდა? გასატანი მომენტების 80% ს რო აფუჭებდა, თუ ტემპი,აგრესია,მონდომება,ჟინი,კლასი რო დაკარგა

ერთმაც საკმაო დრო მისცა და მეორემაც ვერავინ იტყვის რო შანსი არ ქონია რუნის ამ ბოლო წლებში.

ვანგაალის ან ჟოზეს ბრალი კი არა სიბერის,მოტივაციის დაკარგვის,ტრამვების და თვითონ რუნის ბრალია ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებიც ქონდა
0
№29
ავტორი: shotkin
9 ივლისი 2017 16:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
და შენი აზრით ვისი ბრალია რუნი რო ესეთ დღეში ჩავარდა? რათქმაუნდა ვან გაალის და ჟოზეს! მაშინ ფერგის დროს რატო თამაშობდა ისე უმაღლეს დონეზე? ესეთი რეგრესი ასე მცირე დროში წარმოუდგენელია. ვან გაალმა რაც უქნა მაგას ვერავინ ვერ უზამდა უეინს, და მერე ჟოზემაც არ მოაკლო.[/quote]
ჯიგარო რუნი ფერგის ბოლო წლებშიც უკვე ვეღარ იყო თავის მატორზე ტუ სიმართლე გინდა რა , 2012 წელს იყო ნარმალოკი და 2013 ში დადგა ნახევარდაცვაში და ფერგიმ გადაწია არ გახსოვს???? მაგედანვე ეტყობოდა უკვე ყველაფერი და ბევრმაც შეატყო უბრალოდ ზოგს არ ეჯერა რო ესე რეგრესს განიცდიდა და ალბათ თავს იტყუებდა თორე რუნის უკანასკნელი საუკეთესო სეზონი იყო 2011 წელს იმის მერე დიდი არაფერი და ეგ სქოულზმაც თქვა თუ არიცი გეტყვი რო ზოგ ფეხბურთელს 29 წლის ასაკში აქვს საუკეთესო პერიოდი და ზოგი ამასაკში იხსნებაო ამრა რუნის შემთხვევაში პირიქიტ მოხდებაო და ეგრეც მოხდა რაარი 31 წელი? არცარაფერი მარა ტიპი გადაიწვა ძმაო 15 წლიდან ეპლს უბერავს შენ ეხუმრები 15 წელს??? ამხელა ტემპი და ფიზიკური დატვირთვა ზოგი ამას 19-20 წლის ასაკიდან იწყებს და მასტმა 4-5 წლიტ ადრე დაიწყო იმენა ლაწირაკმა და ყველას ორგანიზმი ერთნაირი არარი , რა მოურინიოს ბრალია ჯიგარ ტიპი 1 სეზონია აქაა და შენ გინდა თქვა რო ამ სეზონამდე დაფრინავდა რუნი??? წინა 2-3 სეზონი? კაი რა თუ მოუ არ გევასებათ ეგ სხვასაქმეა მარა ნუ დაიბრმავებთ თვალებს და საღად შეხედეთ ყველაფერს , ვან გაალს ვაფშე თავდასხმასი ეყენა რუნი მაგას მაინც როგორ უნდა დააბრალო რამე:DDD თუ რამის დაბრალება გინდა ფერგის დააბრალე მაგან გადაწია ცენტრისკენ რუნი, და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ესეც თუარიცით დაიმახსოვრეთ ფერგის წიგნი ვისაც წაკითხული აქვს იმათმა იციან რო ეფერგიმ თქვა რუნის განსაკუთრებულ რეჟიმში ვამყოფებდიო რადგან წონის პრობლემა გენეტიკურად ქონდაო და მიდრეკილება აქვსო და როდესაც საკმარისი იყო 1 ვარჯიში ჩაეგდო ეგრევე ფორმაზე აისახებოდაო და ესეთი მონაცემების პატრონი როა ფეხბურთელი რატო აბრალებ სხვებს?? შეხედე მაინც ტიპი მრგვალია ღიპით მოძრაობს ეხლა არ თქვა რო ეგეც ვან გაალის ბრალია და მოურინიოსი და არ ავარჯიშებენ :))
0
№30
ავტორი: ikeoni
9 ივლისი 2017 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Cudat gavxdi am formashi ro davinaxe(((( Ra shuashia joze tvitonac undoda wasvla ras vizamt esea yvelafershi modian axalgazdebi da chanacvleba xdeba araa pirveli da arc ukanaskneli shemtxveva...chemze Dzaan aramgonia bevrs wyenoda..((( samudamod manchesteris istoriashii❤️❤️❤️❤️❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top