თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2017, 15:53
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3631,
კომენტარები: 22
Independent: "იუნაიტედი" ხამესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხამეს როდრიგეზისთვის ბრძოლაში დაბრუნდა.
Independent:
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგი მთავარი სამიზნე Independent -ის აზრით კოლუმბიელი ხამეს როდრიგეზია.

ედ ვუდვორდმა უკვე მოაგვარა რომელო ლუკაკუს ტრანსფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" "რეალისგან" მორატას აღარ შეიძენს და ისინი მთლიანად გადაერთვებიან კოლუმბიელის ტრანსფერზე.

უკვე გადაწყვეტილია, რომ უეინ რუნი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. სწორედ მის შემცვლელად მოიაზრებს ხამეს როდრიგეზს პორტუგალიელი სპეციალისტი.

"მანჩესტერში" ვარაუდობენ, რომ ხამესის შეძენა მათ €60 მილიონი დაუჯდებათ. ინგლისელები მზად არიან ამ თანხის გადასახდელად. ამას ემატება ფეხბურთელის სურვილიც, რადგანაც ხამესს ნაკლები სათამაშო დროის გამო "რეალის" დატოვება სურს. სწორედ ამიტომ გუნდში ვარაუდობენ რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ისინი აუცილებლად შეძლებენ კოლუმბიელის დამატებას.

წყარო:Independent.co.uk
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
22 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
7 ივლისი 2017 22:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლუკაკუ VS მორატა
0
№22
ავტორი: shotkin
7 ივლისი 2017 23:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: SANDROGRIGA
მარჯვენა შემტევზე რატო არ აქტიურობენ ნეტა, მატას ტყუილად არბენინებენ მანდ, რეშფორდიც მარჯვნიდან არაა ეფექტური, მე პირადად ამ პოზიციის გაძლიერება უფრო მინდა, ათიანზე მიკი, ხუანი და ხშირად პოგბაც იქნება და ხამესის საჭიროება რამდენად არი საკითხავია, წესიერი ვინგერები არ ყავს გუნდს, ფლანგები სულ ჩამკვდარია, მარცხნივ კიდე არაუშავს მარა მარჯვნივ ძაან პრობლემურია

მართალი ხარ მიტუმეტეს მარსიალის სასინელი სეზონის მერე ამატ იმედზე როგორ უნდა იყო? ფლანგი აუცილებელია რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top