თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2012, 20:50
ავტორი: Forrest,
ნანახია: 2458,
კომენტარები: 22
ჰატონი: ” დარწმუნებული ვარ სერ ალექსი ”ხმაურიან მეზობლებს” დააშოშმინებს ”
ბოქსიორ ჰატონის ინტერვიუ


ჰატონი: ” დარწმუნებული ვარ სერ ალექსი ”ხმაურიან მეზობლებს” დააშოშმინებს ”
”მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუ აიღო ბრიტანელ ბოქსიორ მეტიუ ჰატონისაგან, რომელიც ”წითელი ეშმაკების” გულშემატკივარია.

როგორი იყო თქვენი რეაქცია წინა წლის ბოლო ტურთან დაკავშირებით ?

ეს აუტანელი იყო. ჩვენ ყველა იმედგაცრუების მონაწილეები გავხდით. არამგონია ამდაგვარი კიდევ შეგვხვდეს სადმე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ფერგი ”ხმაურიან მეზობლებს” დააშოშმინებს.

როგორ მოგწონთ ჩვენი ახალწვლეულები?

რობინ ვან პერსი გახდა ჩვენი მთავარი შენაძენი ამ ზაფხულს. ის თავისი საქმის პროფესიონალია და მასზე დამყარებულ იმედებს ამართლებს. ამავდროულად მე გაოცებული ვარ შინჯი კაგავას თამაშით. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ წინა წელს შევიტყვე. ისიც, როგორც ვან პერსი არის ძალიან კარგი მოთამაშე, რომელსაც არაჩვეულებრივი ტექნიკური არსენალი აქვს.

ხშირად ესწრებით ”მანჩესტერის” თამაშს?

ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მხოლოდ დერბის ყურებას ვასწრებ სტადიონიდან, ჩემ ძმასთან მიკთან ერთად, რომელიც ასევე ბოქსიორია და ჩემსგან განსხვავებით ”სიტის” ფულშემატკივარია. სამწუხაროდ წინა სეზონში ჩვენ ვერცერთ დერბის ვერ დავესწარით.

როგორ ფიქრობთ დავიბრუნებთ, თუ არა ტიტულს ?

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ტიტულის დაბრუნებას. დამატებითი მოტივაცია ალბათ ის იქნება, რომ ჩვენმა უმთავრესმა მტერმა წაგვართვა ეს ტიტული. ტიტულის დაცვა უფრო რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. ეს გამონათქვამი ცნობილია, როგორც ფეხბურთში ასევე ბოქსშიც. ვფიქრობ ყველაფერი გამოგვივა.

Redevils
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Rooney
15 ოქტომბერი 2012 15:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
საღოოლ
0
№22
ავტორი: Ví Ví
16 ოქტომბერი 2012 18:53
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ამათმა როგორ უნდა მოგვიგონ წელს ტო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top