თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2013, 17:58
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 25
ჩიჩარიტო:"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ტრებლის პრეტენდენტები ვართ"
"ფულჰემთან" მატჩში გაფორმებული დუბლის შემდეგ, ჩიჩარიტო შეუერთდა თანაგუნდელებისა და მწვრთნელის აზრს, რომ კლუბს შესწევს იმის ძალა იმდენი ტიტული მოიგოს, რამდენ ტურნირზეც მონაწილეობს...
ჩიჩარიტო:
მექსიკელმა ფორვარდამ იმის იმედი გამოთქვა, რომ კლუბი სეზონის ბოლოს შეძლებს ინგლისის თასის მოგებას:"ვერ გეტყვით, რომ გოლები ადვილად გავიტანე. პატივს ვცემ "ფულჰემს". ყველა გოლი, რომელიც ამ თამაშში გავიტანეთ, თითოული ფეხბურთლის მუშაობის დამსახურებაა. მიხარია, რომ ოთხი ბურთი გავიტანეთ და კიდევ მივუახლოვდით ინგლისის თასს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რამდენ ტურნირზეც ვიღებთ მონაწილეობას, იმდენივე ტიტულის მოპოვების ძალა შეგვწევს." – განაცხადა ჩიჩარიტომ manutd.com–თან.

"თითქმის ათი წელი გავიდა, რაც ეს ტიტული აღარ მოგვიპოვებია. სერ ალექსს და კლუბის მოთამაშეებს ძალიან გვინდა მოგება. ჩენ ინგლისის თასის მოგება გვწყურია. მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ყველაზე მთავარი ჩვენთვის გამარჯვებების გაგრძელებაა. ჩვენ გავედით შემდეგ ეტაპზე, ახლა კი "მადრიდის რეალს: ველოდებით. ჩვენ არც თუ ისე ცუდი კალენდარი გვაქვს და სულ მოუთმენლად ველით ამ მატჩებს.

"ძალიან გვინდა ამ სამ ტურნირში, გამარჯვების მოპოვება. ჩვენს გონებაში ის დევს, რომ უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებების მოპოვება, რის შედეგადაც ტიტული მოვა."

ერთ–ერთი გოლის შემდეგ, "ფულჰემის" კარში, ჩიჩარიტომ ის ცეკვით აღნიშნა. შემდეგ, კი მან განაცხადა, რომ ეს თავისი მეგობრისთვის გააკეთა, რომელიც ერთ–ერთ ტრიბუნაზე იჯდა: "იმის შემდეგ, რაც გოლი გავიტანე, არბიტრთან მომიწია ლაპარაკი. ერთი გოლი არ ჩმითვალეს "ასტონ ვილასთან" მატჩში და არ მინდოდა ეს განმეორებულიყო. მინდოდა, რომ ჰეთ–თრიკი გამეფრომებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე, საბოლოოდ კი ჩემმა გუნდმა მოიგო – რითაც ძალიან ბედნიერი ვარ."

"ჩემი საუკეთესო მეგობარი, ტრიბუნებზე იმყოფებოდა. ჩვენ ერთად ვთამაშობდით და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ასე გოლის აღნიშვნა. ის ჩემთან სტუმრად იყო და მეც ამ ცეკვით დავხვდი."
ჩიჩარიტო:"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ტრებლის პრეტენდენტები ვართ"



წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
25 კომენტარი
№21
ავტორი: RVP (20)
27 იანვარი 2013 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
მიყვარს ეს ადამიანი უზომოდ feel ჩიჩაა love
0
№22
ავტორი: ლადო
28 იანვარი 2013 00:08
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Shoshia.Utd,
გაუმარჯოს,........აქტიურობას ველი და იმედია გაამართლებ
0
№23
ავტორი: Red Hooligan
28 იანვარი 2013 00:24
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Lado Ghonghadze,
შენი შემართება მომცა ღმერთმა okay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№24
ავტორი: VaRdo
28 იანვარი 2013 01:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Shoshia.Utd
ზდაროვა სასტავ მე ახალი ვარ


გაუმარჯოს და კეთილი იყოს შენი ფეხი ამ საიტზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№25
ავტორი: ლადო
28 იანვარი 2013 01:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Red Hooligan,
biggrin2
დღეს ძაან მუღამზე ვარ და შემართEბით ვარ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top