ფლორენტინო პერეზი პრესკონფერენციის შემდეგ Onda Cero -სთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარს აკეთებს. გთავაზობთ ინტერვიუს.
"რონალდუსთან არ მილაპარაკია. ყველაფერი გაზეთებიდან გავიგე. ბოლოს კარდიფში მომავალ სეზონზე გვქონდა საუბარი." - აცხადებს პერეზი.
"საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და მე შემეძლება მასთან გასაუბრება. ცხოვრებაში ხდება მოულოდნელობები. სწორედ ამიტომ დავილაპარაკებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. კრიშტიანუს კონტრაქტი აქვს და ის "რეალის" ფეხბურთელია."
"ახლა ის კონფედერაციის თასზე ასპარეზობს. მოვიცდით ტურნირის დასრულებამდე და შემდეგ ყველაფერ იმაზე ვისაუბრეთ, რაც დაიწერა. დარწმუნებული ვარ ყველაფერი მოგვარდება."
"კრიშტიანუს უდანაშაულობაში ეჭვიც არ მეპარება. პრობლემები ბევრჯერ გვქონია, მაგრამ გამოსავალი ერთად გვინახავს. მე ყოველთვის დავიცავ მას."
პერეზის ინტერვიუდან ბოლოს იმ კომენტარს გთავაზობთ, რომელიც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ.
"მორატას თაობაზე არანაირი წინადადება არ მიგვიღია. ალვაროს არასდროს გამოუთქვამს გუნდის დატოვების სურვილი. ზიდანმა მითხრა, რომ ის ფეხბურთელებით კმაყოფილია. "რეალი" არ აპირებს ფეხბურთელის გაყიდვას"