თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2017, 07:12
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 4480,
კომენტარები: 21
"იუნაიტედი" ისტორიული გაცვლისთვის ემზადება
ბრიტანული პრესა რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
ბრიტანული პრესა იტალიური გამოცემა Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მანჩესტერული კლუბი მადრიდის "რეალს" დავიდ დე ხეასა და 183 მილიონ ფუნტს შესთავაზებს ალვარო მორატასა და კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ.

კრიშტიანუ რონალდუს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ესპანეთის დატოვება. ფეხბურთელის შეძენით "პსჟ" , "მილანი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ჩინელები ინტერესდებიან.

დე ხეას კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდთან" 2019 წლამდე აკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" ერთი მცდელობა მისი გადაბირებისა, კრახით დასრულდა, არ წყდება ჭორები იმის თაობაზე, რომ მადრიდულ გრანდს დავიდის სამშობლოში დაბრუნება სურს.

აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატასთვის ბრძოლაში ლონდონის "ჩელსიც" ჩაერთო. The Mirror -ის თანახმად რომან აბრამოვიჩმა მისი შეძენისთვის 70 მილიონი ფუნტი უკვე გამოყო.
ჭორები
21 კომენტარი
№21
ავტორი: s.a.b.a
20 ივნისი 2017 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
Shigaaqvt amat Vincent de xea gaushvas imas she**** ra
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top