თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2017, 12:16
ავტორი: Lady in red,
ნანახია: 2670,
კომენტარები: 22
ზლატანმა დაადასტურა, რომ კლუბში დარჩენას გეგმავს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს..
ზლატანმა დაადასტურა, რომ კლუბში დარჩენას გეგმავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ კლუბში დარჩენას აპირებს და განაცხადა, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 35 წლის ფორვარდი "იუნაიტედის" შემდეგ ჩინეთში ან ამერიკაში განაგრძობდა ასპარეზობას. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში მიანიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" დაასრულებს.

"ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. კონტრაქტში მაქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც "იუნაიტედთან" კიდევ 1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შემიძლია."

"ისეთ დიდ კლუბში თამაში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ბედნიერებას მანიჭებს. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად ვიმყოფები. მოურინიოს უკვე დიდი ხანია, რაც ვიცნობ, ის გამარჯვებულია და საუკეთესო ვარიანტია ამ კლუბისთვის." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შვედი ფორვარდი მიმდინარე სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ყველა ტურინირზე გატანილი გოლებით. ზლატანის ანგარიშზე 26 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: giorgisamnidze99
31 მარტი 2017 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აბა რა ეს გოლები რაც გაიტანა ერთი წლით უნდა დათოვონ ატვეტი ეს არის
0
№22
ავტორი: MU1810
31 მარტი 2017 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
რავი მე ლუკაკუ უფრო გამისწორდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top