ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსისთან" 1-0 დამარცხდა, ჟოზე მოურინიომ ანტონიო კონტეს მისამართით ბურთს დაარტყა.
ორშაბათის მატჩამდე მწვრთნელებს შორის გონებრივი თამაშები გაიმართა და კონტეს ხშირად უხდებოდა მოურინიოს კრიტიკის გაქარწლება.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია მატჩსაც, რომელშიც "იუნაიტედის" მხრიდან ანდერ ერერა ედენ აზარზე ორჯერ დაჯარიმებისთვის 35-ე წუთზე გააძევეს.
ერერას გაძევების შემდეგ "იუნაიტედის" ფეხბურთელები კვლავ აგრძელებდნენ წესების უხეშად დარღვევას და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს მოურინიომ თავისი ემოცია ღიად და აშკარად გამოხატა, რამაც კონტეს გაბრაზება და მწვრთნელებს შორის მცირე დაპირისპირება გამოიწვია.