თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 22:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3730,
კომენტარები: 23
იბრაჰიმოვიჩი: "იუნატედში" გადასვლა ბავშვებმა მაიძულეს"
ზლატან აცხადებს, რომ მოურინიოსთან ერთად მისმა შვილებმაც დიდი როლი იქონიეს "იუნაიტედში" მის გადასვლაში.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისმა ორმა შვილმა დიდი გავლენა მოახდინა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილების მიღებაში.

შვედმა "უემბლიზე" გამართულ ფინალში ანგარიშის გამხსნელი და გამარჯვების გოლები გაიტანა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიომ იხუმრა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრები ზლატანის სახლის კართან უნდა მივიდნენ და მას დარჩენა აიძულონ.

მიმდინარე სეზონში გატანილი 26 გოლის ავტორს ჯერ კიდევ არ გადაყწვეტია, დარჩება თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი წელი.

როცა მისი სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს, 35 წლის ფორვარდმა უპასუხა: "ვნახოთ, რა მოხდება.

ვფიქრობ, კარიერაში შესაფერისი მომენტები უნდა გამოძებნო. ინგლისში მანამდე იმიტომ არ მოვედი, რომ ასეთი მომენტი არ დამდგარა.

ჩემს ორივე შვილსაც კი სურდა "იუნაიტედში" ჩემი გადმოსვლა, მე კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი, სანამ მაგიდაზე შეთავაზება არ მივიღე და ჟოზემ არ დამირეკა.

მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. როცა დამირეკა, ერთადერთი რამ ვუთხარი, "მითხარი, რა ნომერი უნდა მოვირგო."

აქ გადმოსვლაზე არ ვფიქრობდი. მერე ჩემმა შვილებმა ტვინის ბურღვა დამიწყეს და ჟოზეს ზარის შემდეგ გადმოვედი."


წყარო: skysports
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: qamari
28 თებერვალი 2017 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ზლატანას მოღვაწეობას მანიუში პირველი დღიდან ვეთანხმებოდი ,მარტო იმიტომ ,რომ მას ახალგაზრდებთან კარგი დამრიგებლური დამოკიდებულება აქვს ,რაც შეეხება მის პროდიქტიულობას გუნდისთვის ეს ყოველთვის უკონკურეციო იყო და მისდამი პესიმისტურად განწყობილებს ეს დაუმტკიცა.ის ტრიპლეტი რაც იხატება ( იბრა და მის უკან გრიზი ) ამ ორივეს მომარეგელი პოლგა .ეს შეუდარებელია
0
№22
ავტორი: mufc1878
28 თებერვალი 2017 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
კაი გემოვნება ქონია ზლატანიჩებს.იციან სად უნდა ითამაშოს საუკეთესო ფორვარდმა
0
№23
ავტორი: tariel
1 მარტი 2017 08:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: stepno
ციტატა: buta
რა ბავშვები ყავს მამასავით ურჯულოები არიან ალბათ, კიდე კარგგი თორე მართლა გაგვიჭირდებოდა იბრას გარეშე ამ სეზონში

წარმოდგენაც არ მინდაა იბრას გარეშე რა იქნებოდა :))) ეს რო წავა კიდეე გრიზუ მაინც უნდა მოვედის თორე არ წავა კარგად საქმე winked

არც მე მინდა წარმოდგენა რა მოხდება იბრა რო გუნდიდან წავა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top