თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2017, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3205,
კომენტარები: 24
მოურინიომ რუნის არყოფნის მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოურინიომ რუნის არყოფნის მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნის ტრავმა აქვს და მისი მონაწილეობა ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში და ლიგის თასის ფინალში საეჭვოა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა "ბლექბერნთან" ინგლისის თასის ეგიდით გამართულ მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა, რისი მიზეზიც, მოურინიოს თქმით, ტრავმა გახდა.

დავიდ დე ხეასა და ანტონიო ვალენსიას დასვენების საშუალება მიეცათ და ოთხშაბათს "სენტ-ეტიენთან" დაბრუნებას შეძლებენ.

მაგრამ რუნი და ფილ ჯონსი, რომელმაც ბოლო ოთხი მატჩი ტერფის ტრავმის გამო გამოტოვა, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებენ.

"დავიდ დე ხეა დავასვენე. რუნი ტრავმირებულია. ფილ ჯონსიც ტრავმირებულია. არა მგონია, ოთხშაბათამდე ტრავმა მოირჩინონ.

ანტონიო ვალენსიაც დავასვენე, მაგრამ რუნისა და ჯონსს გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშიათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ "უემბლიზეც" კი ვერ ითამაშებენ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: miss devil
21 თებერვალი 2017 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
რუნი მოგვენატრა ..მალე დააბრუნეთ am
0
№22
ავტორი: Mixito
21 თებერვალი 2017 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: giorgi kandelakisvili
მაგას ჯონს კალციუმის ნაკლებობა აქ და თითო თითო თეთრი დავდოთ და კალცი ვუყიდოთ რა :D
foreveralonehappy

Egec ar ushvelis magas
0
№23
ავტორი: pavlovic
21 თებერვალი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ციტატა: LASHQARA
იუნაიტედის ტომის ბელადი დააბრუნეთ, სისხლით ლიდერი და გულით მებრძოლი, უეინ რუნიი!!! ამის დიდი დამსახურებაა დღეს ამ გუნდს რომ ვქომაგობ love am

ისე მოურინიოც მართალია შეეტყო ასაკი რუნისაც ისეთ ფორმაში ვეღარაა როგორშიც ადრე იყო, ამდენი ახალგაზრდაა და რუნის ადგილი აღარაა გუნდში თან მის პოზიციაზე ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს
0
№24
ავტორი: makaveli
22 თებერვალი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: dzia_David
ციტატა: makaveli
Au gushin oboladze iyo komentatori da vinc setantaze uyirebdit sheamchnevdit milioni shecdoma daushva.. karshi romeros magivrad roxos idzaxda da vapshe sxva ragaceebs vazrobda padobni bandzi komentatori ar genaxot


ძიმკას წაყვანილი თამაშები მომენატრაა :D :D DD სეტანტაზე იჩითება ხოლმეე??

კიი სეტანტაზეა და მეც რო მომენატრა მაგიტო ვუყურე მარა კაცი შეცდომაა ეგ ძმაო :D :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top