თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2017, 15:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2915,
კომენტარები: 24
გრიზმანი: "ინგლისში ცუდი ამინდია, მე კი კომფორტი მჭირდება"
ანტუან გრიზმანი ეჭვობს, რომ პრემიერ ლიგაში არ გადავა.
გრიზმანი:
ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლაში ეჭვი ეპარება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელით არის დაინტერესებული და ზაფხულში მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს.

გრიზმანს "ატლეტიკოსთან" 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც გასულ წელს განაახლა.

25 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამჯერად არ გრძნობს კლუბის შეცვლის ისეთივე აუცილებლობას, როგორც 2014 წელს გრძნობდა, როცა "რეალ სოსიედადს" ტოვებდა.

"რეალ სოსიედადში" ყოფნისას ვიგრძენი, რომ წასვლა იყო საჭირო. ახლა კი ამის საჭიროებას და სურვილს ვერ ვხედავ.

ვინ იცის, როგორ დასრულდება სეზონი. ცუდად თუ დავამთავრებთ, იქნებ ჩემს თავს შეკითხვები დავუსვა. ამჟამად კი კითხვები არ მაქვს, გარდა იმისა, სად შეიძლება წავიდე. ესპანეთში "ბარსელონა" და მადრიდის "რეალია."

"ბარსელონას" მისი სამეული ჰყავს წინ. "რეალი" კი შეუძლებელია იმ კლუბის გამო, სადაც ახლა ვარ. ვფიქრობ, მათ შორის შეთანხმებაც კი არსებობს, ერთმანეთის ფეხბურთელები არ იყიდონ.

გერმანია, ეს ჩემპიონატი არ მაინტერესებს. არც საფრანგეთი. და რჩება ინგლისი, რომლის მიმართაც დიდი ეჭვი მაქვს ჩემი პირადი ცხოვრების გამო. სულ წვიმა, ცუდი ამინდია... მე კი ბედნიერად მინდა ვიგრძნო თავი",
- განაცხადა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: manuchari
ციტატა: Phil Jones manchester
შენ გადმოსვლა არ გინდოდეს ამინდს დააბრალე, კურიერში ხო არ უსმენ ამინდის პროგნოზს ნეტა

ჰო ალბათ კურიერს უყურებს და ამაზეა ნათქმი იდი ნა<!--filter:ცენზურა-->***<!--/filter-->ო ესპანეთი არ უნდა არც გერმანია საფრანგეთს ვერ ვიტანო მაშინ მარსზე ყოფილა ახალი ჩემპიონატი და იქ წადი

უეჭველი ალბათ მართლა მარსზე უნდა გადასვლა ახალი საფეხბურთო კლუბი აღმოაჩინეს იქ
0
№22
ავტორი: krekera
15 თებერვალი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ვისაც ოცნებების თეატრში გული არ მოუწევს ყველა არასწორიაა)) და არც გვინდა ეგეთი იგროკები..
0
№23
ავტორი: zeg
15 თებერვალი 2017 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: dunkan
Shokoladi mowie xo?she umaduro siro manchestershi ro miwvevdnen Noes gadmouxtebodi kidobnidan wargvnis drops da curvit chavidodi

Sircxvilia bijooo sircxviliaaaa.sagol dzma
0
№24
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2017 04:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Eee ar gadmovaa raa :-(((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top