თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2017, 16:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3380,
კომენტარები: 21
დე ხეა: "რეალზე" აღარ ვილაპარაკებ"
დავიდ დე ხეა "იუნაიტედში" თავს კარგად გრძნობს.
დე ხეა:
დავიდ დე ხეა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს ბედნიერად გრძნობს და "რეალზე" ლაპარაკი არ სურს.

26 წლის დე ხეას გადასვლა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 18 თვის წინ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს უნდა შემდგარიყო, მაგრამ დოკუმენტების მოუგვარებლობის გამო ტრანსფერი არ შედგა.

ესპანელმა ამის შემდეგ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლამდე გათვლილი, თუმცა მას "რეალის" შესახებ კვლავ უსვამენ შეკითხვებს.

უკანასკნელ მათგანს შემდეგი პასუხი გასცა: "არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. მომავალი მომავალია. "იუნაიტედში" კი ბედნიერი ვარ, ეს დიდებული კლუბია. ინგლისში გაცილებით სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობენ.

მადრიდი? ამაზე არ ვილაპარაკებ. ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებ. ახლა მხოლოდ ჩემს კლუბზე ვფიქრობ.

უკვე გავედით ლიგის თასის ფინალში და ევროპა ლიგისა და ინგლისის თასისთვისაც ვიბრძვით, რათა "იუნაიტედის" ისტორიის წერა გავაგრძელოთ. გუნდს დრო უნდა მივცეთ, რომ პრემიერ ლიგა კვლავ მოიგოს."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: gogashavishvili
10 თებერვალი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ყველაზე მაგარია რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top