თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2016, 14:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3182,
კომენტარები: 23
მარსიალის აგენტი: "სევილიას" ვარიანტს განვიხილავთ"
ენტონი მარსიალი "სევილიაში" გადასვლის ვარიანტზე ფიქრობს.
მარსიალის აგენტი:
ენტონი მარსიალი "სევილიაში" გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს, რადგანაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მას საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს.

21 წლის ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ფრანგის გადაბირების სურვილი კი "სევილიამ" გამოთქვა, რომელმაც მეორე მანჩესტერული გუნდიდან სამირ ნასრი გამოისყიდა.

მარსიალის წარმომადგენელი, ფილი ლამბოლი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ესპანეთში გადასვლის წინადადებას განიხილავს.

"სევილიას" შეთავაზებას დეტალებში ვსწავლობთ.

"სევილია" ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ლა ლიგაში კარგ პოზიციაზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და კარგი მწვრთნელი ჰყავს. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია",
- განაცხადა ლამბოლიმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: giorgi_mg
30 დეკემბერი 2016 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
RojoDiablo << ამ ადამიანს თუ არ ცალია კაცი არ არის მეტი ამ საიტზე რო სიახლე დადოს, მაგრად ტეხავს! შენ კიდე მეგობარო დიდი მადლობა ამ შრომისთვის ისევ და ისევ! დამდეგს გილოცავ და წარმატებებს გისურვებ შენ და მთლიანად მანჩესტერის გულშემატკივრებს!!!!
0
№22
ავტორი: Phil Jones
30 დეკემბერი 2016 19:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ოხ ეს ინტრიგანი აგენტები ))) ეხლა რაშია საქმე: აგენტს წილი ერგება ტრანსფერებიდან, შესაბამისად ამან რო რეგულარულად ითამაშოს და რამდენიმე გოლი გაიტანოს რაც აკლია რომ მონაკოს 10 მილიონი ბონუსი გადაუხადონ, ეხლა გამოდის ეს აგენტი და ამბობს, ჩემი კლიენტი წასვლაზე დაფიქრდაო ანუ ითხოვს რომ მწვრთნელმა გარკვეული გარანტიები მისცეს რომ უფრო ხშირად ითამაშოს ძირითადში და შეიძლება ხელფასის მომატების ამბავიცაა ))) ანუ ტრუხა თემაა, ყველა ვიცით უკვე ეს თეები, რუნიც ასე ამბობდა 4-5 წწლის წინ...
0
№23
ავტორი: JuanMata
31 დეკემბერი 2016 01:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ის მომენტი არაა, რომ ახალგაზრდაა და ძირითადის ფეხბურთელი არაა და გავუშვათ არენდით სადმე, იმ თამაშს ვერ აჩვენებს რასაც შარშან თამაშობდა, ამის მოხოდვას ველოდები, ძირითადის ფეხბურთელია, ლინგარდი ჯობია, თუ დეპაი?

რეშფორდი ძაან მევასება მაგრამ ცენტრფორვარდად უფრო მომწონს, ვიდრე მარცხენა ვინგერად, სად უნდა წავიდეს, დრო უნდა ცოტა და თუ მოიხოდა, ამის ამომგდები კაცი-შვილი არაა მანჩესტერში.

P.S. მხითო მარჯვნივ 4-3-3 ტაქტიკაზე.
ცენტრში 4-2-3-1 ტაქტიკაზე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top