"მანჩესტერ იუნაიტედის" 22 წლის მცველი ფაბიო,რომელიც ამ წუთისათვის იჯარის წესით იმყოფება "ქპრში" არ არის დარწმუნებული იმაში,რომ ის თამაშს "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 22 წლის მცველი ფაბიო,რომელიც ამ წუთისათვის იჯარის წესით იმყოფება "ქპრში" არ არის დარწმუნებული იმაში,რომ ის თამაშს "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.სეზონის დასაწყისიდან ფაბიოს ტრავმა ჰქონდა და ამიტომ მიმდინარე სეზონის დასაწყისის ძირითადი ნაწილი გამოტოვა,მაგრამ ეხლა მან აღიდგინა ტრავმა და ორი 90 წუთიანი მატჩი ჩაატრა "ქპრს" მაისურით "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.ფაბიომ განაცხადა,რომ ის არ აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას თუ მან იქ ისევ რეზერვებში უნდა ითამაშოს.
"ეხლა მე მხოლოდ ჩემ ამჟამინდელ კლუბზე ვფიქრობ.ჩვენ დიდი მისია გვაკისრია.ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ ჩვენმა კლუბმა გადარჩეს დაქვეითებას და მომავალი წლიდან ისევ პრემიერ ლიგაში უნდა იასპარეზოს ამ გუნდმა.მე მსურს ამ კლუბში დიდი გამოცდილება მივიღო,სწორედ ამისთვის გამანათხოვრა "მანჩესტერ იუნაიტედმა"." - განაცხადა ფაბიომ.
"რაც უფრო მეტი სათამაშო დრო გაქვს მით უფრო მეტ გამოცდილებას იღებ,ეს კი იმას ნიშნავს,რომ ნაკლებ შეცდომას დაუშევებ.სწორედ ეს მჭირდება.მე უკვე ვგრძნობ ჩემი თავის განვითარებას და ყოველ კვირას მოედანზე თავდაჯერებული გავდივარ." - დაასრულა ფაბიომ.