თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2016, 22:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3258,
კომენტარები: 21
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
ლიგის თასის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ლიგის თასი, 1/4 ფინალი
თარიღი: ოთხშაბათი, 30 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ბაიიმ სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: ფელაინი, პოგბა (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:
გაფრთხილებების ლიმიტის გადაჭარბების გამო მატჩს გამოტოვებენ მარუან ფელაინი და პოლ პოგბა. სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა, ვიხილოთ მათი კოლეგები ბასტიან შვაინშტაიგერი და მაიკლ კერიკი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


ტრავმირებულები: კეროლი, მასუაკუ, ოქსფორდი, ბაირამი, საკო, ტერე
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:

კვირას "ოლდ ტრაფორდზე" გატანილი გოლის ავტორი დიაფრა საკო მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. ფორვარდი ენდი კეროლი მუხლის ტრავმის განკურების შემდეგ მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა, ხოლო მცველი უინსტონ რიდი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ნამდვილად მოახერხებს თამაშს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 20 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): ფ-წ-მ-ფ-მ-ფ


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 9 გოლი (7 ლიგაში)


"ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მეცამეტე ტურის მატჩში "ვესტ ჰემთან" ფრედ 1-1 თამაშის შემდეგ გუნდი 20 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდება, მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. აქამდე აღნიშნული ტიტული მას 1992, 2006, 2009, და 2010 წლებში ერგო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ბოლო 23 მატჩიდან 20-ში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ის მატჩები, რომლებშიც მან მეტოქის კარი ვერ აიღო, 2010 წელს "ვესტ ჰემთან" 4-0 წაგებით დასრულდა, 4 წლის შემდეგ იმავე ანგარიშით "მკ დონსთან" წაგებით, ხოლო 2015 წელს "მიდლსბროსთან" ნულოვანი ფრით.

ლიგის თასის ფინალში "წითელმა ეშმაკებმა" 8-ჯერ ითამაშეს და მხოლოდ ოთხჯერ მოიგეს.

პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ლიგის თასის ეგიდით გამართულ ბოლო 24 საშინაო მატჩსი "იუნაიტედი" ერთადერთხელ დამარცხდა (22 მოგება, 1 ფრე), როცა 2005 წლის იანვარში "ჩელსისთან" 1-2 წააგო.

ჟოზე მოურინიოს ლიგის თასის მატჩები 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე).

"წითელმა ეშმაკებმა" გასულ სეზონში ლიგის თასზე ასპარეზობა მე-4 რაუნდში შეწყვიტეს, რამეთუ "მიდლსბროსთან" პენალტების სერიაში (1-3) დამარცხდნენ.

ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში მოურინიოს გუნდმა "ნორთჰემპტონი" დაამარცხა გასვლაზე 1-3, მე-4 რაუნდში კი "სიტი" 1-0, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე".

მეოთხედფინალში გასული გუნდების ფეხბურთელებიდან ანდერ ერერა და მარკუს რეშფორდი არიან გამონაკლისები, რომელთაც საგოლე გადაცემაც ერიცხებაც ანგარიშზე და გოლიც. "ნორთჰემპტონთან" მატჩში მათ გაიტანეს და ერთმანეთს გაატანინეს.

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე–16 ადგილი, 12 ქულა (პრემიერ ლიგა


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-წ-ფ-წ-ფ


წამყვანი ბომბარდირი: ანტონიო - 6 გოლი (6 ლიგაში)


"მანჩესტერ იუნაიტედთან" გასვლაზე ნათამაშები ფრის შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში 12 ქულით მე-16 ადგილს იკავებენ.

"ვესტ ჰემი" ორჯერ გავიდა ლიგის თასის ფინალში - 1965/66 და 1980/81 წლებში.

"ჩაქუჩები" მეათედ ეცდებიან ლიგის თასის ნახევარფინალში გასვლას, რისი მიღწევის შემთხვევაშიც 2013/14 წლების სეზონის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იქნება.

"ვესტ ჰემმა" პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ლიგის თასის ეგიდით გასვლაზე ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 9 მათგანი კი წააგო და მინიმუმ 1 გოლს უშვებდა.

მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში სახლში "აკრინგტონ სტენლი" დაამარცხეს 1-0, მეოთხე რაუნდში კი ასევე სახლში "ჩელსის" სძლიეს 2-1.

მარკ ნობლს მიმიდინარე გათამაშებაში 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, რაც მეოთხეფინალისტ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

თუ მოედანზე ეშლი ფლეთჩერი გავა, ითამაშე წინააღმდეგ კლუბისა, რომელშიც კარიერა დაიწყო.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 135-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 62-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ვესტ ჰემმა" 43-ჯერ, ხოლო 30 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე გუნდები სულ 12-ჯერ შეხვდნენ, რომელთაგან 5 მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო, 4 "ვესტ ჰემმა", 3 კი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე მოწინააღმდეგეები უკანასკნელად 6 წლის წინ ამავე ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ "ბოლეინ გრაუნდის" მასპინძლებმა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი 4-0 გაანადგურეს. დუბლი შეასრულა "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა ჯონათან სპექტორმა და კარლტონ კოულმაც. ეს გამარჯვება "ვესტ ჰემისთვის" ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ლიგის თასის ეგიდით გამართულ მატჩებში.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1 "ვესტ ჰემი"

მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: იბრაჰიმოვიჩი 21'
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: საკო 2'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ლიგის თასზე


"ვესტ ჰემი" 4-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

30 ნოემბერი, 2010 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლები "ვესტ ჰემის" რიგებში: სპექტორი 22',37'. კოული 56', 66'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ ჯონსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩი განსაჯა, 36 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: რიჩარდ უესტი, ადრიან ჰოლმსი
სათადარიგო არბიტრი: გრემ სკოტი
მატჩის წინ
21 კომენტარი
№21
ავტორი: SHRAK WAYNE
30 ნოემბერი 2016 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
დეგეა
ვალენსია ჯონსი ბლინდ ფოსე მენსა
კერიკი შვაინა
მხითო მემფისი მარსიალი
რუნი-კაპიტანი-2 გოლით2-1
რუნი,პაიე,რუნი-87წუთზე

manunited derphappycry

ასისტები დეპაისგან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top