თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2016, 19:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2510,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ვალენსია საოცარი მარჯვენა მცველია"
ჟოზე მოურინიო ანტონიო ვალენსიას პროგრესით კმაყოფილია.
მოურინიო:
"არსენალთან" დაპირისპირებისას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანტონიო ვალენსიას დასახელება შეხვედრის ერთ-ერთი პოზიტიური მომენტია.

"მანჩესტერ სიტისთან" მიღებული ტრავმის შემდეგ ვალენსია მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდა მოედანზე და პირველი მატჩი სწორედ "არსენალთან" ჩაატარა.

მარჯვენა მცველად ასპარეზობისას ვალენსია არა მარტო მოწინააღმდეგის შეტევებს აჩერებდა წარმატებულად, არამედ უტევდა კიდეც, რაც საერთო ჯამში "მეთოფეების" განეიტრალების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

"მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადასვლის შემდეგ საოცრად თამაშობს. წინ წასვლისას ძალიან სახიფათოა, თუმცა დაცვაშიც სოლიდურად გამოიყურება.

მისი პოზიციური თამაში გაუმჯობესდა და ეს უკვე დადასტურდა. მიმდინარე სეზონის უმეტეს მატჩში ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ძვლის მოტეხილობის შემდეგ ასე მალე დაბრუნება მის მიდგომასა და თამაშზე მეტყველებს",
- განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ხუან მატამ დაამატა: "ნამდვილი მხეცია. დიდებული და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა თავდაცვისა და თავდასხმის დროს. მარჯვენა ფლანგზე ბევრ რამეს გვმატებს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: BONDZGI
22 ნოემბერი 2016 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
რას არ წაიკითხავ და მოისმენ კაცი... რასაც ვალენსია აკეთებს და შრომობს ყველა რო მასე თამაშობდეს ახლა 1-2 ადგილზე უნდა ვიყოთ, სანამ ვალენსიას გაშვებაზე მიხვალთ გაიხსენეთ გუნდში როხო და ფელაინი გვყავს... სწორხაზოვანია დიახ და ფანტაზიის ნაკლებობა აქვს ყველამ იცის ხოლმე რასაც აპირებს მაგრამ მაინც ხაჭოზე უშვებს ხოლმე სასტავს... ამ ეტაპზე კი მანჩესტერის ფეხბურთელების 80 % ს ჯობს...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top