თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2016, 22:48
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2742,
კომენტარები: 21
მოურინიოს ყველაზე ცუდი შედეგი და "იუნაიტედის" ანტირეკორდი
"იუნაიტედმა" მორიგი ანტირეკორდი დაამყარა.
მოურინიოს ყველაზე ცუდი შედეგი და
პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” პრინციპული მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.

სტუმრების ბურთის ფლობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 35% შეადგინა, რაც 2003 წლის შემდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში ყველაზე ცუდი შედეგია.

ჟოზე მოურინიოს თავის კარიერაში “ლეირიან" მწვრთნელობის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. 8 ტურის შემდეგ პორტუგალიელის გუნდს შესაძლო 24 ქულიდან მხოლოდ 14 აქვს. აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე გასული სეზონის ამავე ეტაპზე 2 ქულით მეტი (16) ირიცხებოდა, ვიდრე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში (14).

"იუნაიტედის" შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ლივერპულს" მეხუთედ დაუპირსპირდა და ვერც ამჯერად მოახერხა გოლის გატანა. ზლატანის ანგარიშზე 5 მატჩი, 0 გოლი და 0 გამარჯვებაა. იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე მატჩში არ გაუტანია გოლი. 2015 წლის შემდეგ ეს მისი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
სხვა
21 კომენტარი
№21
ავტორი: vanovano
19 ოქტომბერი 2016 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ამ ზლატანისგან რა უნდა მოუს ხოხედავს რო ვეღარაფერს შვება დაასვენოს ერთი თამაში მაინც რას წოვს ზლატანს სხვა დააყენოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top