თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3691,
კომენტარები: 25
"ლესტერი" "იუნაიტედს" გარიგებას სთავაზობს
ინგლისის ჩემპიონი დენი დრინქუოტერის თაობაზე თავის პირობას წამოაყენებს.
Sunday People-ის მტკიცებით, "ლესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედში" დენი დრინქუოტერის დაბრუნების სანაცვლოდ მორგან შნეიდერლინის გადაბირებას მოითხოვს.

26 წლის ინგლისელი "წითლების" სამიზნეა და მის გადაბირებას იანვარში ეცდებიან, თუმცა პრემიერ ლიგის ჩემპიონებს სულაც არ სურთ ნახევარდაცვის ლიდერთან განშორება, რის გამოც მოთამაშე 20 მლნ. ფუნტად შეაფასეს დამატებით სხვა ფეხბურთელთან ერთად.

დრინქუოტერი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც კვირაში 90 ათასი ფუნტი აქვს ხელფასის სახით.

ინგლისელის კლუბი კი "იუნაიტედს" გარიგების განხორციელების სანაცვლოდ მორგან შნეიდერლინის თავის რიგებში გაშვებას მოსთხოვს.

ფრანგი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ ითვლება და როგორც მოსალოდნელია, მას კლუბიდან წასვლის საშუალებას მისცემენ.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ჭორები
25 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
26 სექტემბერი 2016 08:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რავი, შნეიდერლინს არა მგონი მიცენ შანსი, როცა იყო მოედანზე ბევრი არაფერი გაუკეთებია.

სოტონში კარგი იყო აქ ვერ აეწყო, არაა გამორიცხული მერე დრინქუოთერიც ასე გასაცვლელი გაგვიხდეს, მაგრამ შნეიდერლინის აქ ყოფნას რა აზრი აქვს, როდის ათამაშდება?

ერერას ვერ უწევს კონკურენციას საყრდენის პოზიციაზე, რაც ერერასთვის არაა ძირითადი და 35 წლის კერიკი კლასითაც და შედეგითაც ორი თავით მაღლა დგას.

მოკლედ სავსეა გუნდი კარგი, მაგრამ ვერ რეალიზებული ფეხბურთელებით.
0
№22
ავტორი: just-rezi
26 სექტემბერი 2016 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
გაუმარჯოს ბიჭებს!!! რავი სულ ვათვალიერებ კომენტარებს ყოველდღე და სიმართლე რომ ვთქვა ბევრი ძალიან ხშირად ცვლის პლასტინკას ხან მოუ არ ევასებათ ხან პოგბა და ხან ვინ და ხან ვინ ჩააგდებენ ბიჭები თამაშს და აგარ იციან როგორ აგინონ... 4:1 დადეს და ეხლა ყველა მაგარია თუნდაც ჯესი ერქვეს :D პირადად ჩემი აზრით გუნდს გუნდურობა აკლია შეთამაშება ერთმანეთში მინიმუმ ნახევარი სეზონი და მერე უნდა დადონ შედეგები ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა თითო თამაშში მინიმუმ 3 გოლი... რაც შეეხება დეპაის მგონია რომ ათამაშდება მაგრამ არა აქ სადმე სხვა გუნდში იჯარით არ არის ეხლა ექპერიმენტების დრო ჩვენთან. და პირველ რიგში პოლს უნდა მიეცეს ლეგენდა 7 ნომერი და აცალეთ და დაინახავთ რას იზამს ადაპტაციას რომ გაივლის. მოუმ უკეთ იცის მისი საქმე ცოტა დააცადეთ მომავალი ზაფხულის ტრანსფერებს დაელოდეთ გუნდი უკვე ლიგაზე რომ იქნება და ყველა ვარიანტში ლიგას მოვიგებთ. ისე ბეილი უკვე აქეთ მოიწევს :D
0
№23
ავტორი: MEMPHIS 7
26 სექტემბერი 2016 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არცერთი არაა გადამრიე პსჟ არმოგვცემს თორე ვერატი მაგარიაა
0
№24
ავტორი: mufc1878
26 სექტემბერი 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: kantona-7
არგვინა ესრა ვიმე ნორმალური იყიდონრა მაგალითად ვერატი



ვერატიმ გაახანგრძლივა კიდევ კონტრაქტი და გამორიცხულია მისი ყიდვა

რაც შეეხევბა დრინქვოთერს,უკეთესი იგროკია ვიდრე შნეიდერლენი და ჯობია გავცვალოდ
0
№25
ავტორი: kantona-7
27 სექტემბერი 2016 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: mufc1878
ციტატა: kantona-7
არგვინა ესრა ვიმე ნორმალური იყიდონრა მაგალითად ვერატი



ვერატიმ გაახანგრძლივა კიდევ კონტრაქტი და გამორიცხულია მისი ყიდვა

რაც შეეხევბა დრინქვოთერს,უკეთესი იგროკია ვიდრე შნეიდერლენი და ჯობია გავცვალოდ

ვიცი რომ გაახანგრძლივა მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს ხოიცი ბრატ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top