თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2016, 16:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4226,
კომენტარები: 21
მოურინიომ მომდევნო მატჩის გეგმის ნაწილი გაამხილა
ჟოზე მოურინიომ მომდევნო მატჩთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
მოურინიომ მომდევნო მატჩის გეგმის ნაწილი გაამხილა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შაბათს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავისი მეოთხე დერბი წააგო "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ მოურინიო ამის გამო შეშფოთებას არ აპირებს.

"იუნაიტედის" მწვრთნელისთვის კი "სიტისთან" წაგება მეცხრე მარცხი იყო პეპ გვარდიოლას გუნდებთან, თუმცა მატჩის შემდეგ 90 წუთის მიმოხილვა არ ისურვა და განაცხადა, რომ მომდევნო მატჩზე ფიქრობს.

"თუ მკითხავთ, ვაპირებ თუ არა ამ მატჩის ანალიზირებას, რადგან საჭიროა, გეტყვით, რომ არ ვაპირებ. სახლში უნდა წავიდე და "დენ ჰააგისა" და "ფეიენოორდის" მატჩს ვუყურო. დერბიში რაც მოხდა კარგად ვიცი, პირველ ტაიმშიც და მეორეშიც", - განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიომ მომდევნო მატჩის შესახებ გარკვეული განცხადება უკვე გააკეთა.

"თამაშია გადამწყვეტი ფაქტორი," - უპასუხა მოურინიომ, როცა ჰკითხეს, უნდა ეშინოდეთ თუ არა კონკრეტულ ფეხბურთელებს შემადგენლობის მიღმა დარჩენისა. "როგორ უნდა განვსაჯო ცუდი თამაში? ცუდი თამაშის განსჯისთვის მხოლოდ ერთი გზა მაქვს. ასე რომ, თუ იმას მეკითხებით, ვათამაშებ თუ არა მათ "ფეიენოორდის" წინააღმდეგ, გპასუხობთ: არა. არა."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: PaLoMo
13 სექტემბერი 2016 01:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Aნ დარმიანი ათმაშოს ან ფოუს მენსაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top