თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2016, 12:38
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4020,
კომენტარები: 22
კლუბი ორმა ფეხბურთელმა დატოვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მცველების დუეტმა დატოვა.
კლუბი ორმა ფეხბურთელმა დატოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ პედი მაკნეირი და დონალდ ლავი კარიერას "სანდერლენდში" გააგრძელებენ, რომლის მთავარი მწვრთნელიც დევიდ მოიესი გახლავთ.

პედი მაკნეირმა, რომელიც ევრო 2016-ზე ჩრილო ირლანდიელთა ღირსებას იცავდა, პირველი გუნდის შემადგენლობაში 27 მატჩის ჩატარება მოახერხა.

დონალდ ლავის დებიუტი თებერვალში შედგა, სადაც "იუნაიტედი" "სანდერლენდთან" დამარცხდა ანგარიშით, 2-1.

ახალგაზრდებმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ყოფილ "ეშმაკთა" ტრანსფერზე კომენტარი "იუნაიტედის" ყოფილმა და ახლა უკვე "სანდერლენდის" მწვრთნელმა, დევიდ მოიესმაც გააკეთა:

"პედი ახალგაზრდა, ათლეტური ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ვითარდება. მას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებიდან გამოცდილება აქვს და გვინდა, რომ კლუბში ნაკრების ბევრი მოთამაშე ფეხბურთელი მოვიყვანოთ.

რაც შეეხება დონალდს, მას მაღალი რეკომენდაცია აქვს და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის ჩამოყალიბება და გაუმჯობესება შემიძლია.

მე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებთან ერთად ახალგაზრდების დამატება მსურს. დონალდსა და პედის კარგი პოტენციალი და შეასძლებლობები აქვთ.

მსურს შევიძინო ფეხბურთელები გრძელვადიანი პერსპექტივით. ვფიქრობ, აქ ბიჭებიც სწორედ ამისთვის არიან,"
ახალი ამბები, ტრანსფერები
22 კომენტარი
№21
11 აგვისტო 2016 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
მაკნეირი მომწონდა მაგრამ მანჩესტერში მისი ადგილი აღარაა
0
№22
ავტორი: levionok
12 აგვისტო 2016 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: ჩე777
Felaini da januzayc tu waiyvana mere saderlendec galesterdeba

წაიყვანოს კი არ გალესტერდება გაასტონვილდება არცერთი არაა მანჩესტერის დონის ეშლი იანგიც მიაყოლოს და კიდევ ერტი 3-4 ფეხბურთელი რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ და მანჩესტერის სასტარტოში უნდათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top