თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2016, 01:18
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2772,
კომენტარები: 23
"პოგბა ღირს 100 მილიონი"
ფილ ნევილი პოლ პოგბას ტრანსფერს ეხმაურება
ბრიტანული Sky Sport, რომელიც დაჟინებით იუწყება და აცხადებს რომ პოლ პოგბა მანჩესტერის ფეხბურთელი უკვე ორშაბათისთვის იქნება, ფილ ნევილს გაესაუბრა და ტრანსფერის თაობაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა:

"პოგბა ღირს 100 მილიონი. ვფიქრობ მანჩესტერი იძენს ფეხბურთელს, რომელიც წლების განმავლობაში საუკეთესო ნახევარმცველი იქნება"

"ის ფიზიკურად ძალზედ კარგია. მაშინაც კი როცა პოგბა "იუნაიტედის" აკადემიაში ირიცხებოდა, ის იყო ყველაზე სწრაფი, მაღალი და ფიზიკურად ძლიერი. ის მისცემს "იუნაიტედის" ნახევარდაცვას იმ სიძლიერეს, რაც მათ ბოლო 2–3 სეზონის განმავლობაში აკლდათ"


ნევილმა პოგბას გარდა ჩემპიონატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დაძაბულ და საინტერესო სეზონს ელოდება:

"არ ველოდები რომ ჩემპიონობისთვის 7 გუნდი იბრძოლებს, ეს არ იქნება არც ორი გუნდის ჩემპიონატი, ვფიქრობ წელს ჩემპიონობისთვის 3,4 ან შეიძლება 5 გუნდი იბრძოლებს. ვფიქრობ ეს იქნება საუკეთესო ჩემპიონატი როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთაც, საუკეთესო თერთმეტეულისა და საუკეთესო მწვრთნელების დაპირისპირება. უკვე ყველა გუნდს აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ მათ საუკეთესო ფეხბურთელები შეიძინონ"

"მანჩესტერი ? გუნდი რომელიც მეხუთე პოზიციაზე გავიდა გასულ სეზონში, ვერ იბრძოლებდა ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს "იუნაიტედია" და მათ ახლა ჟოზე მოურინიო ჰყავთ სათავეში, ისინი არათუ ჩემპიონობის კანდიდატებად, არამედ შესაძლოა ფავორიტებადაც მივიჩნიოთ"

"გვარდიოლამ უკვე დაიმატა კარგი ფეხბურთელები, ისინი აუცილებლად იტყვიან თავიანთ სიტყვას, ასე რომ ვფიქრობ "იუნაიტედი" ,"სიტი" და "ლივერპული" ყველაზე უფრო სავარაუდო კანდიდატები არიან, როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივარს მე მაწუხებს კლოპი, ის ძალიან კარგი მწვრთნელია და აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს, არ დავივიწყოთ პოჩეტინოც, მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და ველოდები მისი გუნდისგანაც სიურპრიზებს"

წყარო: Sky Sports
ახალი ამბები
23 კომენტარი
№21
ავტორი: gela-manchesteri
4 აგვისტო 2016 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
დროზე მოვიდეს თუ მოდის რა
0
№22
ავტორი: kantona-7
4 აგვისტო 2016 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
იყიდონრა რას ელოდებიან ვერგავიგე derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№23
ავტორი: ilker
4 აგვისტო 2016 14:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ციტატა: levionok
პოგბა ღირს 100 მილიონი და რაგას წელავენ გუნდთან ხომ უნდა შეთამაშდეს...რაც შეეხება საჩემპიონო ბრძოლას თუ ლივერპული იქნება არსენალი რატომ არ იქნება კონტეს კიდე შეუძლია ასეთი გუნდით როგორიც ყავს წარმატებას მიახწიოს და არ დაგვავიწყდეს ტოტენჰემი თუ ამ გუნდმა პროგრესი განაგრძო შარშანდელზე უკეთესები წელს იქნებიან და უკვე დიდი ძალა იქნება მივიღებთ საჩემპიონო ბრძოლაში 6 გუნდს მანჩესტერი,სიტი, ლივერპული,ჩელსი,არსენალი ტოტენჰემი

tu totenhemma ganagrdzo progresi, mashin meliebmac shesadzlebbelia gamagrdzon da arc mat chamovwerdi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top