თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2016, 23:53
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4090,
კომენტარები: 26
რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?
როგორც ვიცით მანჩესტერ იუნაიტედს უმოკლეს პერიოდში შეურთდება ფრანგი სუპერვარსკვლავი, ჩვენ კი ერთად გავაანალიზოთ თუ რითი დაეხმარება ჟოზე მოურინიოსა და კამპანიას პოლ პოგბა.
რას მოუტანს
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ხომ ოფიციალურად არაფერი განცხადებულა ? მართალი ხართ, თუმცა პოგბას ოფიციალურობას არაფერი დარჩენია, სწორედ ამიტომ ჩვენ SQUAWKA-ს მიერ მომზადებულ ძალზედ საინტერესო სტატიას შემოგთავაზებთ, სადაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ რეალურად რა კომპონენტებში წაადგება "იუნაიტედს" ფრანგი.

უკვე მთელი ზაფხულია რაც პოლ პოგბასა და "მანჩესტერ იუნაიტედს" მუდმივად უკავშირებენ ერთმანეთს, დღეს ეს ტრანსფერი უკვე დასასრულს უახლოვდება, ყველასათვის ნაცნობია ის თანხაც, რომელსაც მანჩესტერი პოლში დააბანდებს, სწორედ ეს უზარმაზარი თანხა სვამს ბევრ კითხვას და ეჭვის ქვეშ აყენებს პოგბას სარგებლიანობას. მაგრამ მთავარი კითხვა აქ არ მიემართება სატრანსფერო თანხას, მთავარი კითხვა მიმართულია იმისკენ, თუ სად და რომელ პოზიციაზე ათამაშებს მწვრთნელი ფრანგს და რომელი პოზიციიდან მიიღებს ის ყველაზე მეტ სარგებელს.

რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?

პოგბა თავის საუკეთესო ფეხბურთს "იუვეში" მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა 4–3–3 სისტემაში, სადაც მას კარგი ურთიერთგაგება ჰქონდა ჩვენთვის საყვარელ და მონატრებულ პატრის ევრასთან, პოგბა მარცხენა ფლანგიდან ცდილობდა თამაშის წარმართვას და ხშირ შემთხვევებში დრიბლინგის ხარჯზე მეტოქე ფეხბურთელების გარღვევას, როგორ გამოსდიოდა მას ეს ? პასუხი მარტივია, მშვენივრად.

ბოლო 4 წლის განმავლობაში პოგბამ "იუვეს" ძირითადში თავისი ადგილი არავის დაუთმო და ავიდა დონეზე, რომელსაც ეწოდება "ტოპი", და ეს ყოველივე მაშინ, როცა მას მანჩესტერი თავისუფალი აგენტის სახით ჰქონდა დატოვებული და ამასთან მხოლოდ სამი ჩატარებული მატჩი ჩემპიონატში.

შეგვიძლია ვთქვათ რომ პოგბამ ნდობა გაამართლა, მან ბევრი ისწავლა პირლოს, მარკიზიოსა და ვიდალისგან, რის შემდეგაც ის "იუვეს" ცენტრის დირიჟორი გახდა.

ვერცერთმა ფეხბურთელმა შეძლო გაეკეთებინა უფრო მეტი საგოლე გადაცემაში იტალიის ჩემპიონატში, ვიდრე პოგბამ, მის ანგარიშზე 12 საგოლე გადაცემა იყო. საპირისპიროდ გასულ სეზონში "იუნაიტედის" საუკეთესო მეპასე უეინ რუნი გახლდათ, რომელმაც 6 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ამასთან ფრანგს უფრო მეტი სახიფათო მომენტი აქვს შექმნილი, ვიდრე ხუან მატას.

რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?
პოგბასა და "იუნაიტედის" ფეხბურთელების შედარება ნახევარდაცვაში.

ფლობდა რა ბურთს, პოგბამ მეტოქე ფეხბურთელს გვერდი 102–ჯერ აუარა, ეს "იუნაიტედის" საუკეთესო მაჩვენებელზე (ანტონი მარსიალი) 18–ით მეტია. ასევე მან უფრო მეტჯერ ჩაჭრა ბურთი, ვიდრე ეს ქერიქმა გააკეთა, ნახევარდაცვიდან დაცვით ფუნქციებში პოლს მხოლოდ შნეიდერლინი არ ჩამოუვარდება. პოლმა 140–ჯერ წაართვა მეტოქეს ბურთი, "იუნაიტედში" კი საუკეთესო "წამრთმევი" მატეო დარმიანი გახლდათ, ფლანგის მცველი, რომელიც პოლს საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა.

ალბათ დამეთანხმებით რომ ამ მონაცემებით მარტივია იმის დასკვნა, რომ პოგბა საუკეთესო თანამედროვე ნახევარმცველია, ყოველ შემთხვევაში საუკეთესო "იუნაიტედის" ნახევარდაცვის ნებისმიერ ფეხბურთელზე: ინდივიდუალურად საშიში, კარგი შორეული დარტყმა, მოედნის ხედვა, დაცვითი თამაში და შავი სამუშაოს შესრულება. გვრჩება მხოლოდ ერთი კითხვა : რომელ პოზიციაზე მოუტანს პოგბა თავის ახალ–ძველ კლუბს ყველაზე დიდ სარგებელს ?

"ბოქს–თუ–ბოქს" ნახევამრცველი


რა კომპონენტებითაა პოგბა გამორჩეული სხვა დანარჩენი ნახევარმცველებისგან ? მისი სიმაღლე (191სმ) ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, პოგბა გამოირჩევა ამ კომპონეტით სხვებისგან, ამავდროულად ის ფიზიკურადაც ძლიერია, გასულ სეზონში მის ანგარიშზე მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული რაოდენობა 51–ის ტოლია. დინამიკისა და ვერტიკალურობის ერთად პოგბა არაჩვეულებრივად იყენებს თავის სხეულს, ის საკმაოდ მოქნილი და მობილურია.

რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?
პოგბას პასები დანიშნულებას 83%–ში აღწევდნენ.

ტურინში ცენტრის სიღრმეში თამაშისას ის ხშირად "მარადიორობდა" , მაგრამ პრემიერ ლიგის ნახევარდაცვაში უფრო ინტენსიური ორთაბრძოლები მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ "ბოქს–თუ–ბოქსის" პოზიციაზე პოგბას თამაში არ იქნება იდეალური, რადგან მისი შესაძლებლობები აქ შეზღუდულია.

ჩამშლელი ნახევარმცველი


ევროპის ჩემპიონატზე (2016) დეშამმა პოგბას სწორედ დაცვითი ფუნქციები გადაულოცა, შემტევი ფუნქციები კი გრიზმანს არგო. მიუხედავად იმისა რომ პოგბა ამ ჩემპიონატის ერთ–ერთ მთავარ იმედგაცრუებად ითვლება, "იუნაიტედის" გულშემატკივრები თავს ინუგეშებენ იმით, რომ ჩამშლელი ნახევარმცველის ფუნქცია სულაც არაა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა.

რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?
პოგბასა და "იუნაიტედის" ნახევარდაცვის შედარება მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით

ფერგიუსონის ეპოქაში მაშინდელი მანჩესტერის "ძრავა" როი კინი გახლდათ, რომელმაც უდიდესი წვრილი შეიტანა კლუბის წარმატებებში. როის მთავარი მოვალეობა ნახევარდაცვის კონტროლი და მისი "დაქოქვა" იყო.

"იუნაიტედის" გულშემატკივრები კი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პოგბას ჩამშლელ ნახევარმცველობას უკვე სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ფინალის ანალიზი აჩვენებს რომ პოგბამ დაცვითი ფუქნციები კარგად შეასრულა.

შემტევი ნახევარმცველი


სანამ პოგბა საფრანგეთის მთავარი იმედი გახდებოდა, მას ხშირად ადარებდნენ ზიდანთან, ამასთან ორივე მათგანი ხომ "ბებერი ქალბატონის" ღირსებას იცავდა.

რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?
გასულ სეზონში პოგბამ სარეკორდო 12 საგოლე გადაცემა შეასრულა

პოგბასგან განსხვავებით ზიდანი, გამოსდიოდა თუ არა მას თამაში "არ ქრებოდა". ეძებდა თავისუფალ ზონებს, შედიოდა ორთაბრძოლებში და თვითონვე ითავისუფლებდა ზონებს, ღებულობდა ბურთს და ჩადიოდა მასთან ერთად მაგიას.

რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?
პოგბამ 178 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა "იუვეს" რიგებში

მარცხნივ მარსიალი, მარჯვნივ მხითარიანი, წინ იბრაჰიმოვიჩი და ტრიოს უკან პოგბა ? მოურინიო ანალოგიურ პოზიციაზე "ჩელსიში" ოსკარს იყენებდა, მიუხედავად იმისა რომ ოსკარი პოლს კლასით ჩამოუვარდება, ის ძალზედ სარგებლიანი იყო პორტუგალიელისთვის, მაგრამ იქნება თუ არა პოგბა "ათიანი" მანჩესტერში ? სანამ ამ კითხვას გასცემდეთ პასუხს, მეორე შეკითხვას დაგისვამთ: სად ითამაშებს "იუნაიტედის" კაპიტანი ?

თავისუფალი მხატვარი

პოგბა ითამაშებს "იუნაიტედის" ირგვლივ თუ მოურინიო აათამაშებს გუნდს ფრანგის ირგვლივ ?

რას მოუტანს "იუნაიტედს" პოგბა ?
პოგბა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩში საშუალოდ სამ დაცვით მოქმედებას ჩადიოდა და ორთაბრძოლოს 52%–ს იგებდა.


დაბრუნდა რა "ჩელსიში", მოურინიომ გუნდში მაშინვე მოიყვა სესკ ფაბრეგაში, ჟოზემ ესპანელი ცეტრის სიღრმეში დააყენა, სესკი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, დაცვით ფუნქციებთან ერთად ის გუნდის თამაშს აკონტროლებდა და მიმართულებას უწევდა.

შესაძლოა ღირდეს პოგბასთვის სრული თავისუფლების მიცემა, ბურთის ფლობა, შეტევების წარმართვა, ცენტრის "დირიჟორობა". იმის გათვალისწინებით რომ პოგბა როგორც ნახევარმცველი ძალზედ შედეგიანია, ამ როლზე მოურინიო აუცილებლად დაფიქრდება.

და ბოლოს, რომელი პოზიცია "იუნაიტედში" ?

ბევრი იქნება დამოკიდებული სქემებზე, მოურინიომ გუნდი წინასასეზონო თამაშებში 4–2–3–1 სქემით, თუმცა პორტუგალიელი კარგი და გამოცდილია 4–3–3 სისტემაში, ამ ფეხბურთელებით "იუნაიტედს" ეს სქემა წაადგება.

როგორც აღინიშნა "იუვენტუსში" პოგბა საუკეთესოდ თავს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობდა თანემემამულე ევრასთან ერთად. თუ მანჩესტერში პოგბა იმავე პოზიციაზე დადგება, ლუკ შოუ მისთვის ისევე პროდუქტული შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ეს ევრა იყო.

ჩვენ გვახსოვს ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც დიდი თავისუფლება ჰქონდა მოედანზე, ეს იყო ანხელ დი მარია, მაგრამ პოგბა არგენტინელისგან რადიკალურად განსხვავდება, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ეს თავისუფლება გამოიყენოს და ცენტრს სრულიად დაეპატრონოს.

მიეცეს პოგბას სრული თავისუფლება ნახევარდაცვის ცენტრში, ყველაზე უფრო კარგი გამოსავალია. ეს იქნება პოზიცია, საიდანაც ფრანგი ყველაზე მეტ სარგებელს მოიტანს. მას შეეძლება როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულება, ასევე ბურთის გაკონტროლება და ის რაც მას ყველაზე უფრო მეტად უყვარს, საგოლე პასებისა თუ საკუთარი დრიბლინგისა და ტექნიკის ხარჯზე საგოლე მომენტების შექმნა.

წყარო: SQUAWKA
სტატიები
26 კომენტარი
№21
ავტორი: MaRkUsH RaShFoRd
2 აგვისტო 2016 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: kantona-7
მაგარი სტატიაა მომეწონა კაიხარ მწერალო და მადლობას გიხდი hi2 რაც შეეხება პოგბას ჯერ მოვიდეს და მერ ალბათ უფრო ტიპიურ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციას დაიკავებს და გუნდის ხერხემალი იქნება

გაიხარე love
ციტატა: MaRkUsH RaShFoRd
ისეთი მთვრალი ამდენს ვერ წავიკითხავ wink
იზვინი ავტორ მაგარიაააა

იმედია პახმელიაზე ოფიციალურ პოგბას დაგახვედრებენ wink

გაიხარეეე ძმა მაგრამ არ დამახვედრეს ოფიციალურად feel
0
№22
ავტორი: Ibra9
2 აგვისტო 2016 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
დე ხეა განმეორდება უეჭველი...
0
№23
ავტორი: Dato Sirabidze
2 აგვისტო 2016 15:27
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Ibra9
დე ხეა განმეორდება უეჭველი...

აი მაგისთვის 29 დღე კიდე გვაქვს წინ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№24
ავტორი: PaLoMo
2 აგვისტო 2016 22:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Pogba- shneiderlini- Herrera iqneba centrshi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№25
ავტორი: Juventus1
3 აგვისტო 2016 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
პოგბაზე ოცნებები დასრულდა, პოგბა იუვენტუსში რჩება
GG WP
0
№26
ავტორი: უეინ რუნი
3 აგვისტო 2016 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Rom mkitxon basti girchevnia tu eso pogbas magari davikideb
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top