თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 19:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3728,
კომენტარები: 22
"იუვენტუსმა" თანხის გაზრდა მოითხოვა
ტურინელები შეთავაზებულ თანხას არ სჯერდებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტურინის "იუვენტუსს" პოლ პოგბასთვის 110 მლნ. ევრო შესთავაზა, რაც წინა შეთავაზებასთან შედარებით 10 მილიონით გაზრდილი თანხაა, მაგრამ სერია A-ს ჩემპიონები არც ამ თანხას სჯერდებიან, რადგანაც საუკეთესო ფინანსური მოგების მიღება სურთ. "იუვე" კიდევ 10 მლნ. ევროს დამატებას ითხოვს და "იუნაიტედს" აცნობა, რომ "ნაპოლიდან" გონსალო იგუაინის 95 მლნ. ევროდ შეძენა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოგბას აუცილებლად გაყიდის.

ფრანგი ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ "იუნაიტედთან" ხუთწლიანი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებები უკვე გამართა და როგორც ცნობილია, მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. მაგრამ "იუნაიტედს" კიდევ ერთხელ მოუწევს ჯიბეზე ხელის გასმა, რათა დაიბრუნოს ფეხბურთელი, რომელმაც 2012 წელს კლუბი უსასყიდლოდ დატოვა.

თუკი შეთანხმება შედგება, პოგბა ხელფასის სახით წელიწადში 11 მლნ. ფუნტს მიიღებს და ამას დაემატება მისი სასპონსორო და საიმიჯო შეთანხმებები. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად არდადგებზე იმყოფება, "იუვენტუსთან" 2018/19 წლების სეზონამდეა დაკავშირებული კონტრაქტის მიხედვით, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების წინააღმდეგი არ არის და ამ გადაწყვეტილებაში ისიც კი არ უშლის ხელს, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში ვერ ითამაშებს. პოგბა მოურინიოს მეოთხე შენაძენი იქნება "წითელ ეშმაკებში", თუმცა მწვრთნელს ფრანგის ალტერნატიული ვარიანტიც აქვს.

რაიოლას წილი, რომელიც "იუვენტუსისთვის" გადახდილი თანხის მეხუთედი იქნება, ასევე "იუნაიტედის" გადასახდელია, მაგრამ შეთანხმების წვრილმანი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ პოგბა "იუნაიტედის" აკადემიაში 2009 წელს "ლე ჰავრედან" მოხვდა, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში სათამაშო დრო არ მიეცა, რის შემდეგაც მან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და "იუვენტუსში" უფასოდ გადავიდა, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად აღიზარდა.

წყარო: theguardian
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: dybbuk
25 ივლისი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: JuanMata
ისე ლაპარაკობთ კროოსი და მატუიდი იყიდონო, გეგონება მაღაზიაში დევს გასაყიდად.

პოგბა ჰო უკვე ვიყიდეთ და კროოს თურმე ვერ აკავებს ზიდანი ისე უნდა მანჩესტერში მოსვლა, ან რეალი თავის მთავარ საყრედნს რატომ მოგყიდის, ფული უჭირს თუ ვინმე უკეთესი ყავს?

და ეს ე.წ. იაფი მაგრამ პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს უკვე, ერერა, შნეიდერლინი, ბლინდი, ფელაინი.

დარწმუნებული ვარ ფელაინი ჩვენთან რომ არ იყოს, იტყოდით პოგბას ყიდვას 30-ად ფელაინი ვიყიდოთო.

აბა პოგბა დევს გასაყიდად მაღაზიის თაროზე? მე დავწერე კროოსზე დაჩალიჩდნენთქო დარწმუნებული ვარ ბევრად იაფად არის იმის შანსი რო გერმანელი დაითრიონ თორე ადვილი გასაჩარხი ტრანსფერიაო არ ვამბობ, ტოპ ტრანსფერი ჭირდება მანიუს აუცილებლად და მატუიდისაც თუ იყიდიან კარგია და ეს ბოლო სულაც არაა ძნელად დასათრევი და არც პერსპექტიულია უკვე 29 წლის კაცია
0
№22
ავტორი: juve
25 ივლისი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
თვითონ პოგბაზე იქნება დამოკიდებული, თორე უამრავჯერ თქვეს რო თუ თვითონ არ მოისურვა არანაირ ფასად არ გაყიდიან. აი თვითონ რატო უნდა უნდოდეს ვერ ვხვდები) ინტრიგნულად არ მინდა გამომივიდეს, მარა ევროპის ლიგაზე თამაში მაურინიოს ხელში რატო უნდა ხიბლავდეს არ ვიცი)) არამგონია მარტო ხელფასზე იყოს ეხა აღარ უჭირს იუვეს ისე რო 10 ლიმონი ვერ გადაუხადოს თავის ლიდერს. ან ცოტა ხო არ ტეხავს ისე უფასოდ გაშვებულ ფეხბურთელში იგივე გუნდს რო ამხელა ფულს უხდი)) ps. ინგლისში ყველაზე დიდ პატივს მანჩესტერს ვცემ და გამიხარდება თუ მალე დაბრუნდება ლიგაზე ელიტაში. ოღონდ პოგბას გარეშე))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top