თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2016, 15:30
ავტორი: DRJBECKHAM,
ნანახია: 2855,
კომენტარები: 24
"პსჟ" ვალენსიათი ინტერესდება
პარიზულ გუნდს ვალენსია სურს
"პარის სენ-ჟერმენი" "იუნაიტედის" 30 წლის ეკვადორელი ვინგერის, ანტონიო ვალენსიას შეძენით ინტერესდება.

გუნდში უნაი ემერის მოსვლის შემდეგ დიდი ცვლილებები იგეგმება და გრეგორი ვან დერ ვილის წასვლის შემდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ფრანგები სწორედ ვალენსიას კანდიდატურას განიხილავენ.

Futbol Mercato-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული კლუბი ეკვადორელის სანაცვლოდ, რომელმაც ტრავმების გამო სეზონის ძალიან დიდი ნაწილი გამოტოვა, მზადაა "ეშმაკებს" 26 მილიონი ფუნტი(32 მილიონი ევრო) გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ ვალენსია "მანჩესტერ იუნაიტედს" 2009 წელს, 16 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან "წითლების" მაისურით პრემიერ ლიგაში 176 შეხვედრა ჩაატარა და თავი 13 გოლით გამოიჩინა.

წყარო: Daily Star
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
24 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
15 ივლისი 2016 00:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგით რაა, გადახედეთ ბოლო თამაშებს, გუნდმა რომ ამოქაჩა და მარჯვენა ფლანგი გამოცოცხლდა, ვისი დამსახურება იყო?
მიკვირს რატომ ვერ ამჩნევთ ასეთ მომენტებს.

შეიძლება ფიქრობდე, რომ კლუბში ამის ადგილი არაა, მაგრამ ასე ხაზის გადასმა, თითქოს არასდროს არაფერი გაუკეთებია არ შეიძლება.
0
№22
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2016 00:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Aramgonia martali iyos
0
№23
ავტორი: gocha 1985
15 ივლისი 2016 03:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Vale ratqma unda ar unda gaushvas mouriniom
0
№24
ავტორი: stepno
15 ივლისი 2016 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან საჭირო ფეხბურთელია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top