მინო რაიოლამ, "იუვენტუსის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი შესაძლოა ტურინში დარჩეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი რაიოლასთან ფრანგი ნახევარმცველის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების საკითხი განიხილა, თუმცა, აგენტი საკუთარი კლიენტის "იუვენტუსში" დარჩენასა და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.
"პოლის გარშემო, მის მომავალთან დაკავშირებით უამრავი საუბარია, მაგრამ შესაძლოა მან "იუვენტუსი" არ დატოვოს,"-განუცხადა რაიოლამ The Times-ს.
"ის გუნდის დასატოვებლად არ გამოიქცევა და "იუვენტუსსაც" მისი გაშვება არ სურს. ტურინელებს პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდათ.
პოლი წასვლით აღფრთოვანებული არ არის. ჩვენ "იუვეში" ბედნიერები ვართ და კლუბსაც საკუთარი ვარსკვლავის შენარჩუნება სურს."
"იუნაიტედის" ბოსმა ჟოზე მოურინიომ უკვე ისაუბრა იმაზე, რომ გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ჰენრიხ მხითარიანის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ერიკ ბაიის ჩათვლით ოთხი პრიორიტეტული ტრანსფერი აქვს განსახორციელებელი.