თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2016, 14:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3114,
კომენტარები: 24
ფაულერი: "ეს გაბერილი თანხაა"
რობი ფაულერი პოგბას ტრანსფერს ეხმაურება.
ფაულერი:
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოფილი ფეხბურთელის, პოლ პოგბას დაბრუნებას 100 მილიონ ფუნტად აპირებს. "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევი, რობი ფაულერი კი "ეშმაკების" ამ განზრახვით გაკვირვებულია.

ჭორების მიხედვით, "იუნაიტედი" უახლოეს დღეებში, ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 9 ციფრიანი თანხის გადახდის შემთხვევაში ახალ სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს, მაგრამ ფაულერი მიიჩნევს, რომ 23 წლის ფრანგი ამ თანხად ნამდვილად არ ღირს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ამბიცია შეიძინოს პოლ პოგბა, არის მათი კბილების ხილვის საშუალება... რადგან, მათ ეს შეუძლიათ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ფინანსურ გეგმებზე ასეთი ძლიერი განცხადებები ვფიქრობ, კეთდება იმისთვის, რომ მათ კლუბებს დაანახონ საკუთარი ფინანსური ძალაუფლება, რომ ეს მათ არ დაუკარგავთ.

მაგრამ 100 მილიონი ფუნტი? დიახ. ვწუხვარ, რომ პოგბას ღირებულებას გადააჭარბეს. მოისმინეთ, ის შეიძლება არის კარგი ფეხბურთელი, მის შესახებ ძალიან ბევრი საუბრობს, იტალიაში კი ტალანტის გარეშე საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იქნები.

მე უბრალოდ არ მესმის ეს. მან საკუთარი თავი და შესაძლებლობები ევროპაში და ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაამტკიცა. ის არ იყო ცუდი საშუალო დონის ნაკრებებთან, თუმცა რისი მიცემა შეუძლია პოლს გუნდისთვის? ენერგია და ათლეტიზმი? ამის ძალა ნ'გოლო კანტესაც შესწევს.

ის ტექნიკურია, მაგრამ ეგოისტი და არ გააქვს ბევრი გოლი, რის გამოც ვხედავ დიდ ფუნდამენტალურ პრობლემებს, თუ გუნდი პოლის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

ვიქნები გულახდილი. არ ვაპირებ "იუნაიტედის" განხილვას, რადგან ხალხი ყოველთვის მიკერძოებულს მიწოდებს, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი აზრია. მე მეკითხებიან ფეხბურთელების შესახებ და ვამბობ, რასაც ვფიქრობ. თუ კლუბმა ფეხბურთელში ასეთი დიდი თახის გადახდა გადაწყვიტა და აკეთებს გარკვეულ ცნობებს, ასეც არის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გაბერილი თანხაა.

ამაში შეიძება ლოგიკაც დავინახოთ, რადგან "იუნაიტედმა" ვერ მოახერხა ნახევარდაცვის ღირსეულად შეცვლა, სქოულზისა და კინის სახელით, ვის წინააღმდეგაც მე ვთამაშობდი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ. აშკარაა, რომ მათ ნახევარდაცვაში ლიდერი სჭირდებათ, რადგან ბასტიან შვაინშტაიგერმა "ოლდ ტრაფორდზე" თამაში პირდაპირ ვერ მოახერხა. მან კოშმარული სეზონი ჩაატარა და ვერ გამოიყურებოდა ისე, როგორც ამას გერმანიაში აკეთებდა.

როდესაც იგი პირველად მოვიდა ვიფიქრე, რომ ფორმაში არ იყო. პერიოდული ტრავმების გამო, მან ჩემი შთაბეჭდილების შეცვლა ვერ მოახერხა. მან საფრანგეთის წინააღმეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა, თუმცა 90 წუთი მოედანზე სათამაშოდ მზად არ იყო. არ იფიქროთ, რომ "იუნაიტედი" გადაწყვეტილებას ერთი მატჩის საფუძველზე მიიღებს. მაგრამ სინამდვილეში, პოგბა მათთან უფრო დომინანტი გახდება. როგორც იყო უელსის წინააღმდეგ მატჩის დროს, ეს იყო დაძაბული შეხვედრა, სადაც ყველაფერი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა და დარწმუნებული არ ვარ, რომ შვაიშნატაიგერიც ერთი პენალტის გამო განსჯას იმსახურებს.

"იუნაიტედს" ენერგია და დრაივი, ასევე ნახევარდაცვიდან გოლები სჭირდება, რომელსაც გუნდი შვაინშტაიგერის დროს ვერ მიიღებს. გახდება პოგბა ასეთი ფეხბურთელი? შეუძლია მას შეცვალოს მატჩები, როგორც ამას რონალდო, მესი, ბეილი და სუარესი აკეთებენ? ამ ფეხბურთელებს ნამდვილად ძალიან დიდი ფასი აქვთ, თუმცა ისინი ჭკვიანურ ინვესტიციად ითვლებიან.

მე ნამდვილად არ მესმის ასეთი სახის სიკეთის, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" საფეხბურთო მძიმე წონით კატეგორიაში სურს დაბრუნება,"
-განაცხადა ფაულერმა Daily Mirror-თან

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2016 21:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნაწილობრივ მართალია
0
№22
ავტორი: stepno
12 ივლისი 2016 03:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Gaberli edzaxe da ro gadmiva da daglijavs meree vnaxot ra iqneba
0
№23
ავტორი: nika manchester
12 ივლისი 2016 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
კრისტალს ბაზრობს პოგბა მართლა არაა დიდი არაფერი

და რაც შეეხება ლივერპულს ვფიქრობ კლოპი მაგარ გუნდს შეკრავს და დიდი ძალა იქნება მომავალ წელს
0
№24
ავტორი: Baby
19 ივლისი 2016 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Martalia es kaci ro ilandzgebetit tqve martla ...ar girs amdeni ejibrebit vigaceebs fulis daxarjvashi.reali iyidis amas.pogbasac reali unda. derpneutral
Real the best king
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top