თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2016, 22:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3957,
კომენტარები: 23
იბრაჰიმოვიჩის პირველი ინტერვიუ
ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირველი ინტერვიუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ.
იბრაჰიმოვიჩის პირველი ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას პირველი ინტერვიუ მისცა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში". რას გრძნობთ?

სუპერ აღელვებული ვარ. სუპერ, სუპერ ბედნიერი ვარ. როგორც იქნა დასრულდა! ბევრი ჭორები ვრცელდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შედგა. ახლა ვიწყებთ, ახლა შრომა იწყება. სუპერ ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი ბიჭების გაცნობას, მათთან ერთად ვარჯიშს და მე უკვე აქ ვარ, სავარჯიშო კომპლექსზე. ეს დიდი კლუბია, უზარმაზარი კლუბი, ასე რომ, აღელვებული ვარ.

ბევრი ჭორები ვრცელდებოდა და ამით ერთობოდით. გიხარიათ, რომ ყველაფერი დასრულდა?

მიხარია და ახლა ერთ რამეზე ვამახვილებ ყურადღებას, ეს "იუნაიტედის" მაისურია. ყველაფერს უკან ვიტოვებ, რადგანაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას ჩემი მომავლის შესახებ უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე ევროპელებზე. ახლა ყველაფერი დასრულდა და ჩემს ახალ კლუბზე კონცენტრირებას შევძლებ, სამუშაოს დავუბრუნდები და ყველაფერს გავაკეთებ.

რამდენად დიდი როლი ითამაშა ჟოზე მოურინიომ ამ ტრანსფერში?

ვფიქრობ, გადაწყვეტილება ძალიან ადვილად მივიღე, უფრო რთული მისი განხორციელება იყო. ამას მეივიტერისა და პაკიაოს ბრძოლას ვადარებ. თქვეს, რომ არასდროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეხვდნენ. მინდა, ჩემს გუნდს, "იუნაიტედს" და ჟოზე მოურინიოს მადლობა გადავუხადო, რადგან ეს მათი დამსახურებაა. ახლა "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და სუპერ, სუპერ ბედნიერი ვარ. ჩემი გადაწყვეტილება ყველაზე იოლი ნაწილი იყო, ვაღიაროთ. დანარჩენი უკვე ფაზლი იყო, მაგრამ ფაზლი ერთად ავაწყვეთ და ყველანი ბედნიერები ვართ.

"ინტერში" მასთან ერთად მუშაობისგან კარგი მოგონებები უნდა გამოგყოლოდათ.

დიდებული მოგონებები მაქვს. ერთადერთი, რასაც ჟოზესთან მიმართებაში ვნანობ, მასთან ერთად გატარებული ცოტა ხანია. ერთი მიზეზი მქონდა. ერთად ვიმარჯვებდით, სიამოვნებას ვიღებდით, კარგ დროს ვატარებდით და ბევრი რამ ვისწავლე. მას ვიცნობ არა მარტო როგორც მწვრთნელს, არამედ როგორც ადამიანს და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ის გამარჯვბეულია, მე გამარჯვებული ვარ, ორივემ ვიცით რა გვინდა და ეს სურვილი გამარჯვებაა. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ კიდეც.

პრემიერ ლიგაში ყოფნა ერთადერთი დანაკლისი იყო თქვენს კარიერაში?

ვფიქრობ, ჩემთვის დიდი გამოწვევაა. სადაც წავედი, ყველგან მოვიგე რაღაც და ახლა ახალ თავგადასავალს ვეძებ, ახალ თავს ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში. თუ აქაც მოვიგებ, არ ვიცი, რამდენ ფეხბურთელს ჰქონია ამდენ განსხვავებულ ტურნირზე თამაშისა და ამავდროულად მოგების შესაძლებლობა. ბევრს ვიშრომებ, ჩემს მენტალიტეტს ვიცნობ, მოსაგებად მოვედი და მოვიგებ. ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას და ყოველთვის ამას ვაკეთებდი და ახლაც ამის გაკეთებას ვაკეთებ.

პრემიერ ლიგაში მოსული მწვრთნელებისა და ფეხბურთელებით ამაღელვებელი დროა. ამისგან რას ელით?

მთელ პრემიერ ლიგას და "მანჩესტერ იუნაიტედის" წარდგენას. ყოველი თამაში საოცრება იქნება მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც ახალი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ მოხდება და მეც ასევე. მხიარული წელი გამოვა კარგ ტურნირზე, რთულ ტურნირზე და არ მაღელვებს.

11 სეზონში 10 ტიტული მოიგეთ. აქაც შეძლებთ?

მოსაგებად მოვედი, დროის გასაყვანად ან ამინდის გამოსაცდელად კი არა. აქ მოსაგებად ვარ და ეს არის ჩემი მიზანი. არ დავნებდები, სანამ არ მოვიგებ. ეს არის მიზანი - მოგება. ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და ყველაფრის მოსაგებად ვიბრძოლებთ, რაზეც ვთამაშობთ. თუ მწვრთნელები, მოთამაშეები, კოლექტიურად იმუშავებენ, კოლექტიურად ითამაშებენ, მიზნებს მიაღწევ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რაც ჩვენი მიზნების მისაღწევად იქნება საჭირო.

ენტონი მარსიალისა და მარკუს რეშფორდის სახით პერსპექტიული თავდამსხმელები გვყავს. თქვენი გამოცდილების მქონე ადამიანი მათ დაეხმარება?

ვფიქრობ, კი. გამოცდილება სხვადასხვა კულტურისა და თანაგუნდელებისგან მივიღე, მსოფლიო კლასის თანაგუნდელებისგან, ასე რომ, მათგან ბევრი ვისწავლე. პირველ ყოვლისა, ეს თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. თუკი პროფესიონალი ხარ და საკმაოდ ბევრს შრომობ, წარმატებას მიაღწევ. ტოპ-მოთამაშე გახდები. ყველას დასახმარებლად მაქსიმუმს გავაკეთებ და არა მხოლოდ იმ ორისთვის, ვინც დაასახელეთ. კლუბსაც დავეხმარები იმაში, რომ მიაღწიოს მის დამსახურებულ ადგილს და ტურნირის სათავეში მოექცეს.

"ოლდ ტრაფორდზე" თამაშს მოუთმენლად ელით? აქ ადრე "ინტერთან" ერთად იყავით...

დიახ, პირველ მატჩს მოუთმენლად ველი, ყოველი წამით, ყოველი წუთით ვისიამოვნებ. სტადიონი გასაოცარია და გულშემატკივარი უფრო გასაოცარი. ეს ჩემთვის დიდი დღე იქნება და მოუთმენლად ველი მას.

პსჟ-ში ხანგრძლივი სეზონისა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ როგორ მოიქცევით - როდის დაიწყება თქვენი წინასასეზონო ტურნე?

უკვე ამოვისუნთქე, რადგან ჭორებისა და მოლაპარაკებების შემდეგ ყველაფერი დასრულდა! უკვე გაოფიციალურდა, მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი. მაგრამ ახლა ცოტა უნდა დავისვენო გრძელი სეზონისა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. დასვენების დროს ავიღებ. რამდენი ხნით? მწვრთნელს დაველაპარაკები და ვნახოთ.

თქვენ თქვით, რომ პარიზში ჩახვედით როგორც მეფე და წამოხვედით როგორც ლეგენდა. როცა აქედან წახვალთ, მაშინ როგორ აღწერთ ამას?


იმედი მაქვს, იგივე სცენარი იქნება! მაგრამ ეს ახალი თავია და არ მინდა წარსულის შედარება აწმყოსთან. ეს სულ სხვაა. სულ სხვა იქნება და ამას ბოლოს ნახავთ.

რას ეტყვით "იუნაიტედის" გულშემატკივრებს?

სუპერ ბედნიერი და სუპერ აღელვებული ვარ. მომდევნო სეზონს მოუთმენლად ველი. თქვენ დიდებულები ხართ და ასე განაგრძეთ მხარდაჭერა. ეს წელი ამაღელვებელი იქნება და ბევრი კარგი რამ მოხდება. თქვენ მხარი დაგვიჭირეთ, ჩვენ კი ამაგს გადაგიხდით. იმედი მაქვს, ერთ თასზე მეტს მოვიგებთ.

ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: PaLoMo
2 ივლისი 2016 11:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Chemi azrit euroze tramvas eridebodaa

Chemi azrit euroze tramvas eridebodaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№22
ავტორი: უეინ რუნი
2 ივლისი 2016 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იბრაააა love
0
№23
ავტორი: M.Ts
2 ივლისი 2016 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
მგონია რო მაგარს იყომარებს, ხასიათიც ისეთი აქვს გუნდს რო ჭირდება. ახალი სეზონიდან მრისხანე მანჩესტერი იქნება ისევ am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top