თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2016, 21:13
ავტორი: Darkness,
ნანახია: 2722,
კომენტარები: 21
კლუბმა იბრაჰიმოვიჩის გაფორმება დაადასტურა
ზლატანი "გაეშმაკდა".
კლუბმა იბრაჰიმოვიჩის გაფორმება დაადასტურა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია განაცხადოს, რომ გაიფორმა 34 წლის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ზლატანმა "პსჟში" ჩატარებულ 180 შეხვედრაში თავის გამოჩენა 156-ჯერ შეძლო. მისი კარიერის განმავლობაში მას მოგებული აქვს ევროპის 4 უდიდესი ჩემპიონატი. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ზლატანს შვედეთის ნაკრებში 116 შეხვედრა მოუგროვდა და 62 გოლი აქვს გატანილი.

"მოხარული ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით და მოუთმენლად ველი პრემიერლიგაში თამაშის შესაძლებლობას. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველი კიდევ ერთხელ ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობას. იგი შესანიშნავი მწვრთნელია და მე მზად ვარ ახალი გასაოცარი გამოწვევისთვის. მე ვტკბებოდი ჩემი კარიერით აქამდე და შესანიშნავი მოგონებები მაქვს. ახლა კი ვეცდები, შევიქმნა განსაკუთრებული მოგონებები ინგლისშიც" - განაცხადა ზლატანმა

ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი მოურინიომაც გააკეთა:

"ზლატანს წარდგენა არ სჭირდება. მისი სტატისტიკა ყველაფერს ამბობს. იბრა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე 100 პროცენტს დებს. მას ბევრი, მნიშვნელოვანი ჩემპიონატი აქვს მოგებული, ახლა კი აქვს შესაძლებლობა ითამაშოს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში. ვიცი, რომ ის ამ შესაძლებლობით ისარგებლებს და გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ნიჭი "ოლდ ტრაფორდზე" გუშემატკივრებს ძალიან გაახარებს და გუნდში, მისი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ფასდაუდებელი იქნება,"
სიახლეები
21 კომენტარი
№21
ავტორი: ნიკუშა
2 ივლისი 2016 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ყვლას გილოცსვთ იბრას მოსვლას აბა შენ იცი წარმწატებებს გუსურვებ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top