თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2016, 11:30
ავტორი: Darkness,
ნანახია: 2861,
კომენტარები: 21
"იუნაიტედი" კანტესთვის იბრძოლებს
ნ'გოლო კანტე შესაძლოა "იუნაიტედში" ვიხილოთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაემატება იმ გუნდთა სიას, რომლებიც "ლესტერის" ნახევარმცველის ნ'გოლო კანტესთვის იბრძვიან.

ფრანგმა ნახევარმცველმა წლევანდელ სეზონში უდიდესი სამუშაო გასწია "ლესტერის" ჩემპიონობისთვის, ეს სეზონი კი მისთვის სადებიუტო იყო ინგლისში.

25 წლის მოთამაშის უდიდესი პროგრესი არ გამორჩენიათ არც ევროპულ გრანდებს და არც დიდიე დე შამს, რომელმაც კანტე ნაკრებში ძირითადის მოთამაშედ აქცია.

The Telegraph იტყობინება, რომ კანტეს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ფუნტია, რომლით სარგებლობაც სურთ "ჩელსის", "არსენალსა" და "პარი სენ ჟერმენს".

ისევე როგორც მისი პარტნიორი "კინგ პაუერზე" ჯეიმი ვარდი, ნ'გოლო კანტეც თავის მომავალში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაერკვევა. "ლესტერი" კი ცდილობს თავისი წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტების შეთავაზებით.

როგორც ცნობილია, კანტეს ანაზღაურება 40 ათასი ფუნტია კვირაში, ხოლო "ლესტერი" მას ხელფასის გაზრდას 100 ათას ფუნტამდე სთავაზობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "პსჟ" ნ'გოლოსათვის ბრძოლაში აუტსაიდერად ითვლება, რადგან კანტეს მაინც პრემიერლიგაში დარჩენა სურს. თუ ვარდი საბოლოოდ მაინც უარს ეტყვის "არსენალს", ეს შესაძლოა, გახდეს მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ფრანგი ნახევარმცველი "ლესტერში" დარჩეს.
სიახლეები, ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
13 ივნისი 2016 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესს მაგარი იქნება ძალიან ლესტერი იშლებააა wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top