პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდიდან სამი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. The Sun-ის ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე იცის, თუ ვინ დატოვებს ზაფხულში "ოლდ ტრაფორდს", ამიტომ მან ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.
ბასტიან შვაინშტაიგერი,ანტონიო ვალენსია და ადნან იანუზაი – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მოურინიო პირველი მიუთითებს წასვლისკენ.
ბასტიან შვაინშტაიგერის მიზეზი:ტრავმების გამო გუნდში მან გუნდში 18 მატჩის ჩატარება შეძლო, რის გამოც გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა,თანაც გერმანელი უკვე 31 წლისაა.
ანტონიო ვალენსიას მიზეზი:მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 14 მატჩი ჩაატარა, თუმცა შთაბეჭდილების მოხდენა მაინც შეძლო, მაგრამ მისი გუნდის დატოვების მიზეზი ეკუადორელის ასაკია(30 წელი).
ადნან იანუზაის მიზეზი:მოურინიომ მას შესაძლოა კიდევ ერთი შანსი მისცეს, თუმცა, დიდი ალბათობით, ბელგიელი ზაფხულში “წითელ ეშმაკებს” დატოვებს,რადგან პორტუგალიელის აზრით, ბელგიელი ძალიან ხშირად იბნევა და კარგ მომენტებს აფუჭებს, რაც ფეხბურთელისათვის ყველაზე დიდი ნაკლია.