ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეტევაში პოტენციალის გაზრდაში ავარჯიშებს.
ენტონი მარსიალი ერთადერთია, რომელმაც "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის გოლების ორნიშნა რაოდენობა დააგროვა და ვან გაალი აღიარებს, რომ ეს გუნდის პრობლემას უსვამს ხაზს.
ჰოლანდიელს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს და როცა ჰკითხეს, "იუნაიტედი" უნდა გახდეს თუ არა მოწინააღმდეგის გამანადგურებელი, მან უპასუხა: "ამ პრობლემის გადაჭრაზე ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ სიტუაციებზე, რომლებიც წინ გვიდგას და მოედნის გაფართოებაზე, ბურთის უკეთ დაჭერაზე.
როცა მოწინააღმდეგეს მოედანს უფართოებ, მას უფრო მეტი მეტრის გარბენა უხდება და ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია.
შემიძლია გითხრათ, რის გამოუმჯობესება გვჭირდება. არა მგონია, დაცვაში რამე გვქონდეს გასაუმჯობესებელი, რადგანაც ორგანიზაციულად კარგად ვმოქმედებთ.
ჩვენს შემტევ ორგანიზაციაში კი უფრო მეტი მუშაობა გვმართებს, რაც სეზონის სტარტზე აღვნიშნე. კრეატიული, სწრაფი ფეხბურთელები გვჭირდება. ეს უნდა შეიცვალოს, რადგანაც მნიშვნელოვანია".