რენატუ სანჩესის ხელიდან გაშვების შემდეგ "წითლებმა" ყურადღება სხვა პორტუგალიელზე გადაიტანეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის 45 მლნ. ფუნტი გადაიხადოს პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის, ჟოაო მარიოს შესაძენად.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს მარიოსთან და მის წარმომადგენლებთან, რის ფონზეც დარწმუნებულნი არიან, რომ კლუბი ფეხბურთელს გადაიბირებს.
"იუნაიტედმა" ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელს მას შემდეგ მიმართა, რაც რენატუ სანჩესი "ბაიერნში" გადავიდა.
მარიოს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 45 მლნ. ფუნტი უწერია, ხელფასის სახით კი კვირაში დაახლოებით 140 ათას ფუნტს იღებს, რის დაკმაყოფილებასაც "იუნაიტედი" აპირებს.
"სპორტინგის" პრეზიდენტი ბრუნო დე კარვალიო მარიოს გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ მისთვის ცხადია, რომ გამოსასყიდი ფასის გადამხდელი კლუბის გამოჩენის შემთხვევაში ფეხბურთელის შენარჩუნება გაუჭირდება.
პრეზიდენტი მარიოსაც ესაუბრა და ფეხბურთელმა განუცხადა, რომ პრემიერ ლიგაში და კერძოდ "იუნაიტედში" გადასვლა სურს.
"წითელი ეშმაკები" ჟოაო მარიოს ლუი ვან გაალის მომავალზე დამოუკიდებლად შეიძენენ.
წყარო:
dailystar