"იუნაიტედი" 25 მლნ. ფუნტს გადაიხდის
მატს ჰუმელსის ხელიდან გაშვების შემდეგ "იუნაიტედი" ფრანგს მიუბრუნდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, მადრიდის "რეალს" 25 მლნ. ფუნტი შესთავაზოს რაფაელ ვარანის შესაძენად, რადგანაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ დიდი ხნის სამიზნე მატს ჰუმელსი მომდევნო სეზონს მიუნხენის "ბაიერნში" გაატარებს.
დორტმუნდის "ბორუსიას" მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად ჰუმელსი ბავარიული კლუბის დატოვებიდან რვა წლის შემდეგ "ბაიერნს" უბრუნდება, მიუნხენელებმა კი "იუნაიტედის" კიდევ ერთი სამიზნე რენატუ სანჩესიც გადაიბირეს.
23 წლის ვარანიც დიდი ხანია ითვლება "იუნაიტედის" სამიზნედ, მას ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონი აკვირდებოდა 2011 წელს, თუმცა მაშინ "წითლებმა" "ბლექბერნ როვერსიდან" ფილ ჯონსი შეიძინეს.
იმავე წელს ვარანმა "ლანსი" დატოვა და "რეალში" გადავიდა, სად თამაშის პერიოდშიც საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრა შეძლო, ევროპაში კი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად ითვლება, მაგრამ სერხიო რამოსისა და პეპესთვის კონკურენციის გაწევას ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშ ვეღარ ახერხებს, რითაც "იუნაიტედს" სარგებლობა და მისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკის შეთავაზება სურს.
ვარანის მომავლის პოტენციური განმსაზღვრელი შეიძლება იყოს ლუი ვან გაალის დარჩენა "ოლდ ტრაფორდზე". "რეალში" ფრანგი სწორედ ჟოზე მოურინიომ შეიძინა და როგორც მოსალოდნელია, თუ პორტუგალიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" გადავა სამუშაოდ, ვარანსაც თან წაიყვანს.
წყარო:
mirror