პოლ პოგბა აცხადებს, რომ პოლ სქოულზი იყო ფეხბურთელი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მისვლისას მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მაოხდინა.
პოგბა "იუნაიტედში" 2009 წელს 16 წლის ასაკში გადავიდა და სანამ "იუვენტუსის" გამო დატოვებდა, ლეგენდარულ ინგლისელთან ერთად ვარჯიშობდა.
სქოულზის უნარების გარდა, პოგბამ ინგლისური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ფიზიკურობაც გამოყო და აღნიშნა, რომ "ლე ჰავრედან" მისვლის შემდეგ გაოცებული დარჩა.
"პოლ სქოულზი, მისი მარჯვენა ფეხი, იდეალურად მომართული იყო. შეეძლო ათჯერ დაერტყა და ბურთი ათივეჯერ ერთსა და იმავე ადგილს მოხვედროდა.
ასევე, რა თქმა უნდა, ფიზიკური, მენტალური, ფეთქებადი და დარტყმის უნარები.
ინგლისში ყოველთვის ბევრს ურტყამენ სულ იმას გეუბნებიან, დაარტყიო. როგორც კი შანსი მოგეცემა, ურტყამ. ბევრი ასეთი გოლის გატანა უნდათ.
იტალიას არ ჰგავს, სადაც ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ ტაქტიკაა, რადგან ტაქტიკურად ძალიან განსწავლული გუნდის დამარცხება ურთულესია: "ატლეტიკო მადრიდის", "ლესტერის".
კლაუდიო რანიერიმ თავისი ცოდნა მიიტანა, ეს მაშინვე შევამჩნიე, როგორც კი "ლესტერში" პირველად ვიხილე. იტალიაში შენ გძინავს ტაქტიკურად, ჭამ ტაქტიკურად. ინგლისში მხოლოდ გოლის გატანა გინდა.
იტალიაში კი გოლის გაშვება არ უნდათ. აი ასე ხდება", - განაცხადა ფრანგმა.