ლუი ვან გაალმა გუნდის ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვინც მას არ ეთანხმება, უბრალოდ ჰოლანდიელში ეჭვი ეპარება.
"მოლოდინი ჩვენზე მაღლა დგას. ახლა კლუბისთვის გარდამავალი პერიოდია, ამიტომ ყველაფერი ასე ჩვეულებრივ არ არის.
პრესა მთელი 6 თვე მაკრიტიკებდა, თუმცა ამას ჩვეულებრივ ვუყურებდი. ასეთი მდგომარეობა სხვა კლუბებშიც არის, თუმცა ფეხბურთელებისთვის ეს სულ სხვა სიტუაციაა.
მე მწვრთნელი ვარ, მაქვს გარკვეული ძალაუფლება. ფეხბურთელები ყოველდღე კითხულობენ ჩემს პენსიაზე გასვლაზე და როგორ აისახება ეს ავტორიტეტზე? როგორ შეასრულებენ ისინი მითითებებს, როცა მათ ყოველდღე უმტკიცებენ, რომ მათი მწვრთნელი - არარაობაა?
ეს ასე არ არის. მე ამაყი ადამიანი ვარ. მე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ვარ, თუმცა პრესა ამას ძალიან ცუდად ეგუება,"-ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Daily Star.