თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 13:45
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2449,
კომენტარები: 21
იანგი: "პოზიციის შეცვლა ჩემთვის პრობლემა არ არის"
ეშლი იანგი გუნდში მის ახალ როლზე საუბრობს.
იანგი:
ეშლი იანგმა განაცახდა, რომ მისთვის პოზიციის შეცვლა პრობლემა არ არის და მზადაა მწვრთნელის ყველა დავალება თუ მოთხოვნა შეასრულოს.

"თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმის გამო რვა კვირის გამოტოვება მომიწია, ამან კი, რა თქმა უნდა, ძალიან შემაწუხა. თუმცა, ახლა ყველაფერი კარგად არის და მზად ვარ გუნდს დავეხმარო. ჩვენ წინ გვაქვს ყველაზე მნიშნველოვანი, ინგლისის თასის ფინალი და იმედი მაქვს, რომ ამ მატჩში კლუბს სარგებელს მოვუტან.

კარიერის ძალიან დიდი ნაწილი ვინგერის პოზიციაზე გავატარე. თუმცა, თამაში სხვა პოზიციებზეც შემიძლია და ბოლო დროს, ვფიქრობ როგორც მცველი არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდი. მართლაც, "იუნაიტედი" მე მხოლოდ კიპერისა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე არ გამამწესებდა! თუმცა, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. "ფულ-ბექი", ნახევარმცველი, შემტევი - იმ შემთხვევაში, თუ მე ასეთ დავალებას მომცემენ, შევეცდები ეს მაქსიმალურად შევასრულო. თუ მწვრთნელი, ხვალინდელ მატჩში გამომიყენებს, მოედანზე გასასვლელად ნამდვილად მზად ვიქნები,"
-ციტირებს იანგის სიტყვებს Manchester Evening News

წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 20:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ყველგან ათამაშა მართლა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top