Goal.com-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" "ლესტერთან" საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს ტრანსფერის განხილვის დაწყება სურს.
"ეშმაკები" ფრანგის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან. მანჩესტერელები "მელიებთან" ამ ტრანსფერზე "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრის შემდეგ ისაუბრებენ.
"იუნაიტედი" კანტეს შეძენას 27 მილიონ ევროდ შეეცდება. ხოლო იმის გასაგებად, სურს თუ არა თავად ფეხბურთელს მანჩესტერში გადასვლა, "ლესტერის" მომავალ გასვლით მატჩს გამოიყენებს. "წითლებმა" ეს ტაქტიკა ერთი წლის წინ "ევერტონის" მცველის, ჯონ სტოუნსის შესაძენად გამოიყენეს.
აღსანიშნავია ის, რომ "ლესტერი" "იუნაიტედის" ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევით, ანდრეას პერეირათი ინტერესდება. "იუნაიტედი" კი ამ ინტერესს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და პერეირას კანტეს ტრანსფერში ჩართავს.